kids.ge logo

ნაყინი

ფავორიტებში დამატება

ა−რის მრა−ვალ−ფე−რა−დი
ვაფ−ლი−სა და ვა−ნი−ლის,
მე ფანკ−ლუ−ბის წევ−რი ვარ
შო−კო−ლა−დის ნა−ყი−ნის.

როცა ნა−ყინს მი−ვირთ−მევ
მეს−მის ბე−ბოს ჩი−ვი−ლი:
დაგვ−ჭირ−დე−ბა წამ−ლე−ბი
მე−რე ყე−ლის ტკივილის.

ვანუგეშებ ბე−ბი−ას,
წა−მა−ლი არ მჭირ−დე−ბა,
ნა−ყინ−თან მო−რი−გე−ბა
მე არ გამიჭირდება.

ჩემს თავს გა−მო−ვუ−წე−რე
სა−ე−ქი−მო მა−ლა−მო,
შო−კო−ლა−დის ნა−ყი−ნი:
„თო−ლი−ა“ და „ბარამბო“.

როცა დი−დი ვიქ−ნე−ბი,
ღმერთ−მა თუ−კი ი−ნე−ბა,
აფ−თი−აქ−ში ნა−ყი−ნი
წამ−ლად გაიყიდება.

ექვსი წლი−სა შევს−რულ−დი
ა−სა−კი არ მე−ტყო−ბა,
საჩ−ვე−ნებ−ლად თი−თე−ბი
ცალ ხელ−ზე არ მე−ყო−ფა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზოოპარკიდილით ბებოს მიეხმარა, ხბოს შეაბა ზინზილები, ერთად დააპურეს ცხვრები, გოჭები და წიწილები. იხვები და ჭუჭულებ...ხელოსანიჩუმად პაპის სახელოსნოს ამოვხსენი ურდული, იარაღი მჭირდება გავაკეთო შურდული. აგერ ერთად აწყვია ხერხი და შალ...მეც უფროსი გამოვალწელს მივდივარ სკოლაში და დიდივით ვფიქრდები, რა გამოვალ ნეტავი, როცა დიდი ვიქნები? როცა ვცელქობ, მეტყვიან,...თაფლის ქურდი_ აქლემის და ნემსის ქურდი თურმე ყველა ერთია! _ ანდაზების ახსნას ითხოვს ცელქი ბიჭი ბერდია. შეკითხვებით შეგ...გილოცავთ ახალ წელს!დაგვიბერდა წელიწადი მალე მოვა ახალი, მთებს დაფარავს თეთრი თოვლი, ამას ველით რა ხანი. გარეთ ხდება აცივება,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026