kids.ge logo

საქართველო ლამაზო

ფავორიტებში დამატება
ქა−რი გიმ−ღე−რის ნა−ნა−სა,
ზღა−პარს გი−ამ−ბობს ჭა−და−რი...
ძეწ−ნამ ა−ლერ−სით ა−მავ−სო
ეჭ−ვე−ბით ნა−ა−ვა−და−რი...
სა−ქართ−ვე−ლო−ო ლა−მა−ზო,
„სხვა სა−ქართ−ვე−ლი სად ა−რი?"
ცა ვარსკვ−ლა−ვე−ბით ინ−თე−ბა,
ცა - არ−ცა რი−სი სადა−რი...
მთვა−რე რომ ა−მობრ−წყინ−დე−ბა,
გუ−ლი გაფ−რე−ნად მზად ა−რი...
დი−დე−ბა, შე−ნი დი−დე−ბა,
„სხვა სა−ქართ−ვე−ლო სად ა−რი?"
მინდვ−რე−ბი, ქართ−ლის მინდვ−რე−ბი,
ქე−დე−ბი მხარ−გაშ−ლი−ლე−ბი...
მთა−ში - ტყე და−ნა−ბინ−დე−ბი,
ტყე−ში - ქორ−ბუ−და ირ−მე−ბი...
ბა−რად შრი−ა−ლებს ჭა−და−რი,
მზეს უმ−ღე−რი−ან ჩი−ტე−ბი...
მხა−რევ მო−სი−ლო დი−დე−ბით,
„სხვა სა−ქართ−ვე−ლო სად ა−რი?"
ლურ−ჯი ბა−ლა−ხი მხა−რამ−დი,
მ−წყე−რი გოგ−მა−ნობს ბა−ლახ−ში...
თეთ−ნულდ−ზე - მზე და ბა−დაღ−ში...
სხვა სა−ქართ−ვე−ლო ვინ ნა−ხა?
„სხვა სა−ქართ−ვე−ლო სად ა−რი?"
როს ვარსკვ−ლა−ვე−ბი ხმა−უ−რით
ა−ინ−თე−ბი−ან ცა−თა−ნი,
კლდეს მო−ა−წყდე−ბა ზღვა−უ−რი
მეშ−ვი−დე ცა−ზე ა−ტა−ნილს...
კლდე−ებ−ში ჯიხ−ვი დაფრ−თხე−ბა,
გორ−ში ი−ტი−რებს ა−ტა−მი,
ყა−ყა−ჩოს გვერდს ვერ ა−უვ−ლი,
„სხვა სა−ქართ−ვე−ლო სად ა−რი?"
აქ და−ი−ბა−და „სუ−ლი−კო",
მზის−კენ გაფ−რინ−და „მე−რა−ნი"...
და თუნ−დაც გად−მო−სუ−ლი−ყო
მტე−რი შმა−გი და ვე−რა−ნი,
მარჯ−ვენს მოსჭ−რი−და ა−ლუ−და,
სით გა−უშ−ვებ−და ლე−ლაჲ?
აქ და−ი−ბა−და „სუ−ლი−კო",
მზის−კენ გაფ−რინ−და „მე−რა−ნი"...

მთათ ორ−ბის ფრთე−ბი მო−ის−ხეს,
ცა−ში ა−სუ−ლა ძე−რა−ი...
დაბ−ლა შრი−ა−ლებს მო−ლი−სებრ
ყა−ნა−ი გა−უ−ყე−ლა−ვი...
ფიქრს და−უღ−ლი−ა ო−ნი−სე,
ბახტ−რი−ონს მი−დის ლე−ლაი...
მთათ ორ−ბის ფრთე−ბი მო−ის−ხეს,
ცა−ში ა−სუ−ლა ძე−რა−ი...
ქა−რი გიმ−ღე−რის ნა−ნა−სა,
ზღა−პარს გი−ამ−ბობს ჭა−და−რი...
ძეწ−ნამ ა−ლერ−სით ა−მავ−სო
ეჭ−ვე−ბით ნა−ა−ვა−და−რი...
სა−ქართ−ვე−ლო−ო ლა−მა−ზო,
„სხვა სა−ქართ−ვე−ლო სად ა−რი?"

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მოდიოდა ნინო მთებითლურჯ მწვერვალებს ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა... და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ, თოვლი იდო ჯავახეთის მთა...ბოშა ქალიდა რა ქალი?! ხელის გულით სატარები... რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი... ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარ...აჰა, მაცდური აქაც შემომყვა...აჰა, მაცდური აქაც შემომყვა, დამიხვდა აქაც: და მოზეიმე ჩამიქრა სული, ყოველი გაქრა - მზის ბრწყინვალებაც, ლა...შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაოშენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო, შენ ისე ღრმა ხარ... სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა ვერავინ ნახა: ვერც...იყალთოშიაქ სიჩუმეა, მზე და სიჩუმე გულთამკოდავი, მაღლა, ხის წვერზე სადღაც ხმაურობს ჭრელი კოდალა... მზე კაშკაშებს დ...
ნახატის ავტორი:
ანნა მარია ცვარიანი (9 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ანა კალანდაძის ლექსი „საქართველო ლამაზო“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026