kids.ge logo

ბებია ქათამი

ფავორიტებში დამატება

ერთი კოხტა ქათამი
ვაჭრობს სოფლის მარკეტში:
-ამიწონეთ ცხრა კილო
კა-კა-კა-კა-კანფეტი.

მოხალული კაკალი,
გოზინაყის ფილები,
საკნაწუნო, ხრაშუნა
კა-კა-კარტოფილები.

შო-კო-კო-კო-კოლადის
კა-კა-კა-კა-კარაქიც
ჩამილაგეთ ქილებით
კა-კა-კა-კა-კალათში.

ველოდები წიწილებს,
ახლა იჩეკებიან,
დავახვედრებ სასუსნავს,
ნაცვალოთ ბებია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სამყურაპატარა სამყურავ, თეთრმაქმანიანო, ამბავი მითხარი მზისა, ან ცა რომ იძინებს ვარსკვლავთა აკვანში, მითხარი, რა...მერცხლებიმერცხლებო, ჭიკჭიკელებო, როგორ უხდებით ზეცას, თითქოს კონცერტზე მიდიხართ, თითქოს ფრაკები გეცვათ. გთხოვთ, შე...ყველას თავისი დედიკო უყვარსყველას თავისი დედიკო უყვარს, წიწილას - კრუხი, ბეღურა - ბარტყებს, კნუტს - კატა, კოზაკს - ზანტი აქლემი, დედ...დიმ-დაირა-დამ-დაირა, დალულ-დული,- დათვის ბელი დავლურს უვლის . -უი, მაგას რა ვუთხარი, როგორ კვანწავს თანაც თათებს, ...კარგი ბელიპანტის ხეზე აძვრა ბელი, კარგი, განა საძაგელი?! გულმოდგინედ არხევს ტოტებს, პანტა ცვივა პანტა-პუნტით. ხიდან...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026