kids.ge logo

ცუგა-ფურცელი

ფავორიტებში დამატება

რა ვქნა ბევ−რი ვე−ძე−ბე და
ვერ ვი−პო−ვე ფურ−ცე−ლი,
სწო−რედ ამ დროს შე−ვამჩ−ნი−ე
ჩვე−ნი ცუ−გას მუ−ცე−ლი.

მე−რე ზურ−გიც და−ვი−ნა−ხე
თეთ−რი ი−ყო, ქათ−ქა−თა,
ფლო−მას−ტე−რი ა−ვი−ღე და
სულ მოვ−ხა−ტე თან−და−თან.

გა−სუ−სუ−ლი იჯ−და ცუ−გაც,
მო−ფე−რე−ბა ე−გო−ნა,
ამ დროს ბე−ბომ და−ი−კივ−ლა,
ნე−ტავ არ მო−ე−წო−ნა??!

მე−რე ბე−ბო გა−მიბ−რაზ−და
ა−სე რომ მო−ვი−ქე−ცი,
მე კი ი−სე მი−ხა−რო−და,
თით−ქოს მხატვ−რად ვი−ქე−ცი.

დე−დაც ხა−ტავს ხში−რად, მაგ−რამ
ჩე−მი ხატ−ვა ე−წყი−ნათ,
ჩემს ცუ−გას კი მო−ე−წო−ნა
და არც რა−მე ეტ−კი−ნა.

მე და ჩე−მი თეთ−რი ცუ−გა
მე−გობ−რე−ბად დავრ−ჩე−ბით,
ჩუ−მად გე−ტყვით: კვლავ მოვ−ხა−ტავ,
ბე−ბოს თუ გადავრ−ჩე−ბით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თოვლის ბაბუ და ახალი წელიჩვენთან მოდის მოიჩქარის თოვლის ბაბუ მარხილით, ჯადოსნური ხურჯინით და მხიარული ძახილით. ჰო, ჰო, ჰო, ჰო, ამ ...ეზო მირჩევნიადედა მუდამ მიმეორებს: "ისწავლეო კარგად, უცოდინრები აწევსო ამ ქვეყანას ბარგად". მეც მთელი დღე გაშლილ წიგნე...ზღარბუნია შემარქვესსაახალწლოდ ზღარბუნია მომიყვანა მამიკომ, მაგრამ მე არ მითხოვია, მიზეზი სულ სხვა იყო: მამას მუდამ გავურბივა...ბაქიბუქა ბაჭიაბაჭია გმირულ ამბებით მეგობრებს მუდამ აოცებს, ფეხზე დამდგარი ჰყვება და თან მათ სახეებს ამოწმებს. "- აბა მტ...უკანონო ბურთირა დუელი გაუმართავთ სტადიონზე ბიჭუნებს?! "შენი არა,ჩემიაო", თან აჩენენ კიჭუნებს. ამ კამათის ნამდვილ მიზეზ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026