kids.ge logo

სხარტი ქურდბაცაცა

ფავორიტებში დამატება

ბე−ბომ ჩურ−ჩხე−ლე−ბი−სათ−ვის
გა−და−მა−ლა თხი−ლი,
ი−ცის რა მსუ−ნა−გი−ცა ჰყავს
ციცქ−ნა შვი−ლიშ−ვი−ლი.

ზუ−კას უ−თხრა: " - ა−ღარ ა−რის,
წა−უ−ღი−ა თაგვ−სო",
ბავშვ−მაც მხრე−ბი ა−ი−ჩე−ჩა
" - ჯავ−რი ა−რა მაქვ−სო"

დრო გა−ვი−და, იქ−ცე−ო−და
ზუ−კა სა−ნა−ქე−ბოდ,
რთვე−ლის შემ−დეგ ფე−ლა−მუ−ში
მო−ა−დუ−ღა ბე−ბომ.

მე−რე სა−მა−ლა−ვის კა−რი
გა−მო−ა−ღო მშვი−დად,
მაგ−რამ, ვა−ი, თხი−ლი უკ−ვე
მოეპა−რათ წმინ−დად.

ეჭვ−მი−ტა−ნილს და−უ−ძა−ხა,
ბიჭ−მაც მო−ირ−ბი−ნა,
ჰკი−თხა: " - და−მა−ლუ−ლი თხი−ლი
ვინ შე−ჭა−მა, ვი−ნა?"

ზუ−კას სხარ−ტი პა−სუ−ხისთ−ვის
არ დას−ჭირ−და წა−მი:
"- აკი,თაგვმა წა−ი−ღო−ო?!"
და−იძვ−რი−ნა თა−ვი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მელაკუდას ჩივილინეტავ რატომ მეძახიან გაიძვერა მელიას?! ჩემი ქება ერთ ლექსშიც კი რად არ გამოერია?! ნეტავ, ყველა მელაკუდა ც...ლეკვის გასაჭირიაი ისევ გაიხურეს პატრონებმა კარი, წასვლამდე კი დამიტოვეს უამრავი რჩევა: არ იცელქო, არ იყეფო, უნდა იყო წყნ...წამიყვანე ზოოპარკშიზოოპარკში წამიყვანე ბაბუ ბაბუა, თორემ,უკვე,სახლში ყოფნამ სულ გამაბრუა. მინდა ვნახო ბეჰემოთი, კუ და ბაჭია,...ბაკურიანშიბევრჯერ დამსვა კარუსელზე დედამ ბაკურიანში. დროის გასვლას ვერც ვხვდებოდი თამაშსა და ტრიალში. თოვლის კაციც ...ჯიუტი ნია"თქვენ ადექით, ეს ჰამაკი მე გამიბა ძიამ!" - და-ძმას ასე ეჩხუბება პაწაწინა ნია. არ დგებიან მეტიჩრები, ჩუმა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026