kids.ge logo

მზარეულები

ფავორიტებში დამატება

ანრი - გვეყო თამაში და ბურთი,
მოდით, ყველამ, ვინც აქ არი
დავიხუროთ თეთრი ქუდი,
ვიფაროთ წინსაფარი.
ნინი- კერძი გვიცდის ულევი,
ბა, რა გვაქვს საცილო,
ჩვენ ვართ მზარელები,
საქმე გავინაწილოთ.
ნიკო - მწვადი შევწვათ ცვრინი,
მოვამზადოთ წვნინიც.
გავატაროთ ხორცი სუფთად,
გვიყვარს ტოლმა, გვიყვარს გუფთაც.
თე- არ გეგონოთ ნაყიდი,
ანდა გამოგზავნილი,
ჩემი ხელით ბოსტანში
დაგიკრიფეთ მწვანილი.
დავჭრათ ნება-ნებაო,
ჩვენს კერძს მოუხდებაო.
კიტრსაც არა უშავსო,
ქორფაა და შუშაო.
დო-რე-მი-ფა... დორიო,
ღუის პომიდორიო.
გვანცა- ფქვილი უკვე გავცერი,
ხელმარჯვე ვარ, უდავოდ,
დამაცადეთ, ფაფუკი
ცომი მოვაგუნდავო,
გემრილი, აჭარული,
რომ მოგართვათ ხაჭაპური.
ლოლა- ბებიკოს რეცეპტი
და ნუ მომთხოვთ გამხელას,
ცხელ შოკოლადს მოგართმევთ
დესერტად, ჩემს ნახელავს.
ლუკა - ჯამ-ჭურჭელი წკრილებს,
არ ვართ არელები,
ჩაწიკწიკებულები,
ჩაპრილებულები,
ჩვენ ვართ მზარელები!
ჩვენ ვართ მზარელები!
ჩვენ ვართ მზარელები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შიშიბაბუს ოდის სამერცხლეში მერცხლებს უმზერს ალექსი: „ამათ კუდებს დამიხედეთ, - შავ მაკრატლებს, ალესილთ. მწივან...კოწია მამალიოცი დედლის ამალით, ბაღდათური მამალი მობრძანდება კოპწია, განი, განი კოწიას! დეზიანი ბატონი, სხვა მამლების ...მარი ზღმარტლითგაღმა სერზე ზღმარტლი მწიფს, ციცქნა მარი ბილიკს წვრილს შეჰყვა, კალათს ბებო ოლღამ მოაყოლა ჭრელი ქოლგა, რადგ...ციყვებიხეში წყალი ჩამდგარაო - ციყვი გვიდა ფუღუროს: -ჩიტმა გადგა საძირკველი, მაშ, მე ვიღას ვუყურო? დაალაგა თაროებ...სათაფლიაზე ექსკურსიის შემდეგდინოზავრის ნაკვალევი როცა მოინახულა - მოიმარჯვა ფუნჯები და აკვარელი ვახუნამ. ხატავს მწვანე დინოზავრებს ჯი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026