kids.ge logo

მათე მიდის სკოლაში

ფავორიტებში დამატება

მამალმა თქვა: - გათენდა,
გააღვიძეთ მათე და
ჩალაგეთ ჩანთაო,
ზარმაცი არ ჩანდაო!
-ფანქრები და კალამიც,-
მათეს ჩვენი სალამი!-
სიტყვა უთქვამთ მაჩვებსო, -
საშლელიც არ დარჩესო.
-მოდის მეცხრე სათი,
გეყოთ ეგ მასლათი -
იხვმა, -ვის გაქვთ ნიჭიო,
გამოწყოთ ბიჭიო?
შველმა სახელდახელოდ,
გაუსწორა სახელო
და პერანგი ბეჭზეო-
მოგისწარით ბეწვზეო.
მელამ:- მოვალ ბოლოსო,
ვერ დავტოვებ სოროსო,
შაშვმა: -ჩემი ნოტები
გადამეროსო.
-წიგნები შინ დაგვრჩაო,
ვაი, ჩვენ თავს! - ყანჩამო.
ბუმ მიგო:- გჩვევი
ყველგან შფოთი დათესო,
ცინცხალ წიგნებს სკოლაში
მიართმევენ მათესო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მაისითითქოს არა იყო რა... თითქოს არი, არც არი.. ქალაქს, ისეც სავარდოს, ვარდის დაგავს ხანძარი. ყველაფერი ბრიალე...ნაყინიმენაყინე ძიაო, თუ ნაყინი რძეაო, ანუ, რძისგან მზადდება- ასე გამიგიაო, ზამთარში რად გვიშლიან? დედას რისი ში...ეზომზიანი დღე იყო გუშინ, გვაქეზებდა ეზოს ნუში დაბერილი კვირტებით: -მიდით, განიტვირთებით, მოწყენილი ნუ ხართო,...ციყვებიხეში წყალი ჩამდგარაო - ციყვი გვიდა ფუღუროს: -ჩიტმა გადგა საძირკველი, მაშ, მე ვიღას ვუყურო? დაალაგა თაროებ...სხვანაირი ახალი წელიქარი სტვენს და ფიფქები ზამთრისპირულს მღერიან. მელაკუდა ხელებს შლის: -რანაირი წელია? კუ კვერს უკრავს მელია...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026