kids.ge logo

მეხანძრეები

ფავორიტებში დამატება

ა−ბა, ჩარ−თეთ სი−რე−ნა,
მან−ქა−ნე−ბი დას−ძა−რით! -
უღ−რან ტყე−ში მგლის ბუ−ნაგს
გას−ჩე−ნი−ა ხან−ძა−რი.
ამ−ბის შემსწ−რე მთელ ტყე−ში
მხო−ლოდ შა−ვი შაშ−ვი−ა,
შე−უ−ნიშ−ნავს, ა−სან−თით
ლეკ−ვებს უ−თა−მაშ−ნი−ათ.
რე−კავს ჩვე−ნი კო−და−ლა,
გა−ნა ა−რის ე−ნაბ−ლუ?
_ მი−სა−მარ−თი გვას−წავ−ლეთ,
ა−ლო! ა−ლო! - ღე−ლავს ბუ.
კო−და−ლამ თქვა: - ტყის ბე−დი
მე−ხანძ−რე−თა ხელ−ში−ა,
ცე−ცხლი ჩხიკ−ვის ქუ−ჩა−ზე
მე−ცხრე შე−სახ−ვევ−ში−ა.
შიშ−მა გა−და−უ−ა−რა
უ−და−ბურ ტყის ბი−ნა−დართ,
ბე−დად, დრო−ზე მო−ვარ−და
მე−ხანძ−რე−თა ბრი−გა−და.
მი−უშ−ვი−რა წყლის ჭავ−ლი
ცე−ცხლის ე−ნებს მა−ხა−რემ,
ნი−კო−მაც და და−ჩი−მაც
წუ−თით არ და−ა−ხა−ნეს -
შე−ეშ−ვე−ლენ მე−გო−ბარს,
არც რე−ზიმ თქვა უ−ა−რი,
ერთ სა−ათ−ში დას−ცა−ლეს
მთე−ლი რეზერვუ−ა−რი.
_ ტყე თქვენ გა−დაგ−ვირ−ჩი−ნეთ,
ღმერ−თიც ა−გა−შე−ნებ−თო,
ჩვე−ნი დრო−ის გმი−რე−ბო -
მეხანძრე-მაშველებო!
_ ბრძა−ნა ლომ−მა, მგლის ლეკ−ვებს
მი−აშ−ვი−რა თან თა−თი:
_ ა−წი ა−ღა−რა−სო−დეს
ი−თა−მა−შოთ ა−სან−თით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფიფქის სიმღერაციდან მოვალ, ცისმარი, აგიცხადეთ სიზმარი. სანამ ვქარგავ ამ ხედებს, კარში გამოიხედეთ!.. მე ვარ ზამთრის ბალა...კურდღლები-ალო! ალო! როგორა ხარ ჩემო ძმაო, ნაცარავ? საკვებით მაქვს სავსე სორო, ხელი არ მომეცარა; შენ კი გიჭირს, არ ...მარტითებერვლიდან ზანტად მოაბოტებს, თოვლ-ჭყაპს ირევს, ვერ გაიხდი ბოტებს. აიქნია ფუნჯი, ჭინჭყლმა ერთობ, ყოჩივარდ...ეზომზიანი დღე იყო გუშინ, გვაქეზებდა ეზოს ნუში დაბერილი კვირტებით: -მიდით, განიტვირთებით, მოწყენილი ნუ ხართო,...მარი ზღმარტლითგაღმა სერზე ზღმარტლი მწიფს, ციცქნა მარი ბილიკს წვრილს შეჰყვა, კალათს ბებო ოლღამ მოაყოლა ჭრელი ქოლგა, რადგ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026