kids.ge logo

ჩემი მეგობარი გაზაფხული

ფავორიტებში დამატება

გაზაფხული სიყვარულით,
ყვავილებით ირთვება,
კაზმება მზის ნათელით,
იღვენთება სიმღერად.

იპრანჭება შესახვედრად,
სადედოფლოდ ირთვება,
თვალებიდან სითბოს აფრქვევს,
მარგალიტად იბნევა.

ეს რა კაბა ჩაუცვია,
საცარი,ხატულა,
მისი ხილვით დაბნელი
სუსხი სადღაც წასულა.

ყველაფერში საცარ და ზღაპრულ ფერებს დავლანდავ,
იქ მთვარესთან ვინავარდებ,
დარდებს ქარებს გავატან.

ფრთებს შევისხამ და ქარაშოტს,
ცაში გავეკიდები,
ლამაზ სიზმრებს ჩავეხვევი,
სტუმრად ავეკიდები.

ჩემს გაზაფხულს,ალბათ ფიქრებს,
სხვაზე მეტად გავუგებ,
მასთან ერთად ყველა სულდგმულს,
გზად ხალიჩებს დავუგებ.

მკლავებს გავშლი,ვით მეგობარს,
გულის გულში ჩავიკრავ,
ყვავილების ლამაზ გვირგვინს,
მწვანე თმებში ჩავუწნავ.

ერთად ლაღად გავუყვებით
მდინარეს თუ ორშარას,
ყველა კორდს და ყველა მდელოს,
ფერადებით მოვქარგავ.

ყვავილები,სიყვარული,
სითბო უზარმაზარი,
გაზაფხულო,მეგობარო,
დაგვიბრუნდი, სალამი.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ფატმან ბოჭორიშვილის სხვა ლექსები:

მასწავლებელს
როცა ჭაღარა მოგეპარება,
დაგეღარება სპეტაკი სახე,...
მოდის ზამთარი
მოწყენილა არე-მარე,
ტირის დედაბუნება,...
კამათი
(შემოდის სანდრო ბურთით ხელში)
...
დალოცვა
ჩემო ლამაზო ქვეყანავ,
ოქროს სხივებით ნახატო,...
გაზაფხული
ია-ია ამოსულა,
რა კარგია,რა კარგი,...
„სპილო“
ნახატის ავტორი:
ანანო მაკარაძე (10 )

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ფატმან ბოჭორიშვილის ლექსი „ჩემი მეგობარი გაზაფხული“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ჩემი მეგობარი გაზაფხული“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

აცერით ბავშვი

წითელას და სხვა დაავადებების შემთხვევები ჯერ კიდევ გვხვდება ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ჟირაფი“
ნახატის ავტორი:
იოანე ჟორჟოლიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები გაზაფხულზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები გაზაფხულზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები გაზაფხულზე

იოსებ გრიშაშვილი
ახლოვდება გაზაფხული

იოსებ გრიშაშვილი

ახლოვდება გაზაფხული,
ზამთარს წასვლა ეძნელება,...
ელენე სალარიძე
დედის თვე

ელენე სალარიძე

მარტი კაბას იკერავსო,
ბებომ გუშინ მასწავლა,...
მზია გოგნიაშვილი
გაზაფხულის წვიმა

მზია გოგნიაშვილი

კაპ-კაპ ციდან მოდის წვრილად
გაზაფხულის თბილი წვიმა....
ნოდარ დუმბაძე
გაზაფხული

ნოდარ დუმბაძე

ღამეა, ცაში ომია,
ელვა ქვემეხებს ისვრის,...
ხათუნა გულიაშვილი
ენძელა

ხათუნა გულიაშვილი

შემომხედეთ თეთრ კაბაში
მოვიწონო მინდა თავი....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024