kids.ge logo

ვის რა აჩუქა თოვლის პაპამ

ფავორიტებში დამატება
ზემია უღრან ტყეში,
ცეკვავენ და მღერიან -
შეიკრიბნენ ცხოველები,
თოვლის პაპას ელიან.

ნაძვი მორთეს, ათასფერად
ციმციმებს და ანათებს.
ნაძვის ძირში ალაგებენ
სახალწლო ბარათებს.

ხარიათ ხეზე ჩიტებს,
სოროში კი თაგუნებს:
- მალე მოვა თოვლის პაპა
და ჩვენც რამეს გვარგუნებს.

სწორედ მაშინ, ტყის საათმა
თორმეტჯერ რომ ჩამოჰკრა,
ტყდა ერთი ჟრიმული,
რა გგონიათ, რა მოხდა?

რისი სანტა, რა კლასი,
წამოვიდა თოვლი და
თეთრი წვერით, შავი ნაბდით
თოვლის პაპა მოვიდა.

მის გარშემო შეიკრიბა
ყველა, ტყეში ვინც არის.
ვის რა ერგო საჩუქარი,
ბა, გამოცანით!

დათუნიას - განა თაფლი?
მისცა ჭრელი ბალიში.
მაინც სძინავს მთელ ზამთარს და
თათის ლოკვას არ იშლის.

მგელს აჩუქა რადილა,
- დამიფასებ ამაგსო,
ღამღამობით რომ ყმუხარ,
მოუსმინე ამასო.

ჩამოაცვა გრძელ ყურებზე
კურდღელს დიდი სათვალე
- ბაჭიბი არ დაკარგო,
გაკეთე, დათვალე!

კალათბურთის სათამაშოდ
ჟირაფს ერგო ბურთი და
ზღარბს - ძაფები ათასფერი,
ჯადოსნური ყუთიდან.

წიგნი მისცა ზღაპრებისა
მელაკუდა-მელიას
- წაკითხე არაკები,
შენ თუ გამოგელია.

ლომს აჩუქა მაკრატელი,
- არ გამიწყრე ამაზე,
მეფე ხარ და დაგჭირდება,
ფაფარს გაილამაზებ.

სარკე მისცა მამუნს და
ტურას - დიდი საყვირი,
სავარცხელი - ოფოფს, ზებრას _
ზოლინი აღვირი.

სპილოს აძლევს კბილის ჯაგრისს
- დახეხე ეშვები!
ჩიტებს - ლამაზ პარაშუტებს
- ძირს ამით დაეშვებით!

საჩუქარი ჭრელ ხურჯინში
ყველასათვის აღმოჩნდა.
მერე ისევ ჩაყო ხელი,
მგონი, რაღაც გამორჩა...

ჰო, ახალ წელს, გაგონილა,
ტკბილელი არ იყოს?
რა თქმა უნდა, კანფეტებიც
უნდა ჩამორიგოს.

მთელი ღამე ლხინი ჰქონდათ
უღრანი ტყის ბინადართ...
მაგრამ დილით, თოვლის პაპა
სევ გაჩინარდა...

ლექსი 3 ~ 9 წლის ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს ლექსი საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 3-დან ~ 9 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ვასილ გულეურის სხვა ლექსები:

მათეს გოგრა
ვერ უყურებთ მათესა?
ბაღში გოგრა დათესა, ...
მელაკუდას სორო
მელაკუდა კლიენტს ეძებს
- აბა, ვის გსურთ ბინაო?...
ბუ
დღისით წიგნებს კითხულობს,
არ შორდება ფუღუროს....
მგელი
გალიაში
უძლური ვარ, უძლური....
ობობა
რა ყოფილა ეს ობობა,
მთელი ეზო შემოღობა!...
„ყვავილი“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ვასილ გულეურის ლექსი „ვის რა აჩუქა თოვლის პაპამ“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ვის რა აჩუქა თოვლის პაპამ“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

ნუ მოუთმენთ შვილს უპატივცემულობას

არასოდეს მისცეთ მას უფლება იყოს უხეში ან მოგაყენოთ შეურაცხყოფა თქვენ ან სხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში უთხარით, რომ მას ასეთ საქციელს არ მოუთმენთ.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„კატა “
ნახატის ავტორი:
იოანე ჟორჟოლიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე და საახალწლო ლექსები

ელიზბარ გაბუნია
მელაკუდა სასამართლოზე

ელიზბარ გაბუნია

- დაიჭირეთ, ეგ მსუნაგი,
ამოვიდა, უკვე ყელში....
ნოდარ დუმბაძე
შეჯიბრება საღორიის ტყეში

ნოდარ დუმბაძე

კვირკობ-მარიობის თვეში
საღორიის უღრან ტყეში,...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე და საახალწლო ლექსები

ნოდარ დუმბაძე
ბებერი მწევრისა და ტრაბახა კურდღლის გასაუბრება

ნოდარ დუმბაძე

კურდღელმა უთხრა: - მწევარო!
შენ რომ დაეძებ, მე ვარო,...
ქეთევან კვიტატიანი
ნუ მოჭრი - დარგე!

ქეთევან კვიტატიანი

დაზამთრდა და ნაძვის ხისთვის
ტყეში მიდის გიგო,...
ნათია  დაშნიანი
დათოს ყურშა

ნათია დაშნიანი

დილით ადრე ადგა დათო,
მამას გაჰყვა ტყეში,...
ვასილ გულეური
მგელი

ვასილ გულეური

გალიაში
უძლური ვარ, უძლური....
მანანა ტონია
მურია

მანანა ტონია

ქუჩაში, ეზოს გადაღმა,
რად დარბის ძაღლი მურია?...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე და საახალწლო ლექსები

ვასილ გვეტაძე
ზოოპარკში

ვასილ გვეტაძე

ერთხელ კიდევ რომ ნახოს
საოცრება ნამდვილი,...
მანანა ტონია
ქურდი ბეკო

მანანა ტონია

იყო და არა იყო რა,
რა იქნებოდა რა? -...
ვაჟა–ფშაველა
ჩიტი-ჩიორა

ვაჟა–ფშაველა

ამწვანდა მთები,
ამწვანდა ჭალა,...
გივი ჭიჭინაძე
როგორ ასწავლა ჭიანჭველამ სამამდე თვლა ჭიანჭველაჭამიას

გივი ჭიჭინაძე

შესთხოვს წრიპა ჭიანჭველა
ჭიანჭველაჭამიას:...
გივი ჭიჭინაძე
ასოხატულა კუნწულები

გივი ჭიჭინაძე

არჩევანი, არადანი.
ალამს ახვევს ალამდარი....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024