kids.ge logo

ყველაზე ტკბილი მხარე

ფავორიტებში დამატება

ერთ მშვენიერ დღეს ბუდესთან მოფუსფუსე ბეღურას გუგული შეუჩნდა: __მარტო ფრენა მეზარება და გამომყევი,რას კარგავ, როცა კარს მომდგარი ცივი ზამთრის ნაცვლად,ულევ მზის სითბოს და უდარდელ ცხოვრებას ნახავო.

გუგულის სიტყვების გაგონებაზე ბეღურამ ისე უკმაყოფილოდ ჩაიჟივჟივა, უეჭველი შარშანდელი პირქუში დამიკსრგია მკაცრი ზამთარი მოაგონდა.

ჰოდა,თავისთვის იფიქრა: __გუგული ეძახე და ცამდის მართალი კია.ნეტავ რა ძალა მადგას,ცალკე შიმშილით და ცალკე სიცივით ბუმბულაბურძგნულმა ქანცის გაწყვეტამდე, მაინცდამაინც ყელამდე თოვლში რომ არ ვირბინოო.

მოკლედ,გუგულის ნათქვამი ბეღურას ჭკუაში დაუჯდა და .ჩაუჟივჟივა: __აქ დამრჩენი მაინც არ ვარ და. . . მომცლია ერთი,ზამთრისთვის რაღას ვირჯებიო. __მერე თავისი სიტყვების დასტურად ფრთები მძლავრად მოიქნია და ერთ დროს რუდუნებით ნაშენებ__ნაფოფინები ბუდე,ახლა დაუფიქრებლად მიანგრ_მოანგრია.

__ გადაირიე, ბეღურ?! გუგულს როგორ უჯერებ, სად მიფრინავ ან საით მიექანები, როცა ბეღურებს მხოლოდ მშობლიურ ცაში ნავარდი გვაქვს წესად?! __კარგა ხანს ასე ყურის წამღებად წიოკობდნენ დანარჩენი ბეღურები, თუმცა ურჩ ბეღურას გუგულის ნაქები მზიანი საუცხოო მხარის გარდა,აღარაფრის გაგონება უნდოდა.

__მიდით, მიდით ბუდეები მოიწყვეთ,ზამთარმა არ მოგისწროთ! __ბეღურამ ნიშნის მოგებით მიაძახა მოძმეებს, ფრთები შეაფრთხიალა დაგუგულთანნ ერთად,თბილი ქვეყნებისკენ გაფრინდა.

კარგა ხანს იფრინეს ლაჟვარდოვან ცაში გუგულმა და ბეღურამ,ხან დღისით და ხანაც ღამით. ამდენ ფრენას მიუჩვეველ ბეღურას ძალიან უჭირდა გუგულის კუდში დევნა, სამაგიეროდ გუგულს არაფერი ეტყობოდა დაღლის. მეტიც, ცაში სასაცილოდ მობარბაცე,ქანცგამოლეული ბეღურა ყველაზე ცხელ და ქვიშით სავსე ხრუკეთის უდაბნოსკენ წაიყვანა.

ოქროსფერი ქვიშა საბრალო ბეღურას ოქროსფერ ოკეანედ ,ოქროსფერ წყლად მოეჩვენა,გეზი ქვევით აიღო და მალე ცხელ ქვიშას დაენარცხა.

გუგული შეშინდა, იფიქრა, ბეღურა წყურვილით კვდებაო და იქაურობას ისე გაეცალა, უკან, საბრალო ბეღურასკენ ერთიც არ მოუხედავს.

ეგდო საბრალო ბეღურა ქვიშაზე და ლუღლუღებდა:

ლურჯი ზღვა მინდა, ლივლივა, ნაგემი
ბევრი ხე_ბუჩქი მწვანედ ნაფენი.
ბუდე და კერა მსურს მშობლიურ მხარეში,
თუნდაც ოფლით და სიმწრით ნაგები.

კიდევ კარგი, გუგულის მსგავსად ბეღურას ბედმაც არ უმუხთლა, მხსნელად და მაშველად წეროების დიდი გუნდი მოუვლინა.

ღუმელივით გავარვარებულ უდაბნოში ბეღურასდანახვამ წეროები მართლაც ძალიან გააკვირვა,მაგრამ დასაკარგი დრო არ იყო და წეროების მეთაურმა მომაკვდავ ბეღურას საგზლად წამოყოლილი ცვრის რამდენიმე წვეთი უშურველად აპკურა.

როგორც კი გონს მოეგო და თვალი გაახილა,ბეღურამ პირველ რიგში წეროებს მადლობა გადაუხადა, მერე კი . . . მერე ფრთები შეაფრთხიალა და პირდაპირ ყველაზე ტკბილი და სანატრელი, თავისი მშობლიური მხარისკენ გასწია.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
სოფოს ბლოგი - სინათლის თაობა
სოფოს ბლოგი - სინათლის თაობა

უცნაურია,მაგრამ ვფიქრობ, ძირითადი მიზეზი, რის გამოც ვერ ვახერხებთ თანამედროვე თაობის გაგებას - ენერგიის ნაკლებობაა. ახალი თაობა ენერგეტიკულად იმდენად მაღალ სიხშ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2021