kids.ge logo

აურზაური ანბანში

ფავორიტებში დამატება

ერთ დღეს მთელ ქვეყანაში დიდი ქაოსი და აურზაური ატყდა,თურმე ნუ იტყვით და ანბანს უბედურება სწვეოდა. აბა, რა იქნებოდა, როცა აქამდე გვერდიგვერდ შეხმატკბილებულად მყოფი ხმოვან-თანხმოვნები ახლა ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ წაკიდებოდნენ.

ყველაფერი კი ჯიუტმა ჯ-მ დაიწყო, რადგან უაზრო გაჯიბრება სწორედ მან წამოიწყო. ჯიუტ ჯ_ს სიტყვაში ურჩი უ რას ჩამორჩებოდა, უკან არც თავისნათქვამა თ დაიხევდა და არც შურიანი შ. . . მოკლედ, სიტყვას სიტყვა მოაყოლეს, პასუხს — პასუხი და მალე ისე აჩოჩქოლდნენ, სად ხმოვანი ისმოდა და სად თანხმოვანი, კაციშვილი არ იყო გამრჩევი.

— რახან თქვენზე მეტნი ვართ, ე. ი. უფრო საჭირონიც ვართ! — ბოლოს უაზრო ყბედობით დაქანცულმა თანხმოვნებმა ნიშნისმოგებით ესღა მიაძახეს ხმოვნებს და ისედაც გულნატკენებს, მათ გვერდით დგომაზე საბოლოოდ აუცრუეს გული. მათაც ბევრი აღარ უფიქრიათ—თუ ეგრეა, ეგრე იყოსო—თავისთვის ჩაიბუტბუტეს, დაკრეს ფეხი, ანბანიდან ამოხტდნენ და სადღაც უსასრულობაში გაუჩინარდნენ.

— ხუთით მეტი, ხუთით ნაკლები. . . უთქვენობა არც კი შეგვეტყობა, — ერთხანს ერთად ხარობდა 28-ვე თანხმოვანი, მაგრამ მალე ისეთი აურზაური და აბდაუბდა შეიქნა, ვისღა ახსოვდა ხალისი.
საათს კიდევ რა უჭირდა სთ-დ იქცა და რიცხვის გვერდით მაინც გაიგებდა კაცი, მაგრამ თოხსა და თხას რა ექნათ? იმ დღიდან ხომ ორივე — თხ-დ იკითხებოდა.

არც თითა, თითი და თათი გახლდათ კარგ დღეში. არც თივა და თავი, არც კარი და კერა... ჭიანჭველას და მუხლუხოს კი ნურც იკითხავთ, ახალი სახელებით შერცხვენილებს დასამალად ჰქონდათ საქმე. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ხმოვნების გარეშე თანხმოვნების ყოფნა-არყოფნას ერთი ფასიღა ჰქონდა.სულ მალე უხმოვნობისა და დარდისგან ნბნ-დ ქცეულმა ანბანმა მოიწყინა. ძალიან კი უნდოდა შვილებივით გამოზრდილი ხმოვან-თანხმოვნების შერიგება და ნორმალური სიტყვების გაგონება, მაგრამ განა მარტო მისი სურვილი კმაროდა?

არა, ანბანისა არ იყოს, ხმოვნების შემორიგება და მათთან ერთად ძველებურად ლამაზ- ლამაზი სიტყვების აწყობა თან ხმოვნებსაც მთელი გულით უნდოდათ, ცდილობდნენ კიდეც ჩხუბის წამომქყები ჯიუტი ჯ-ს მობოდიშებაზე დაყოლიებას, მაგრამ ჯ ხომ ჯიუტი იყო, თანაც დამნაშავე, ამიტომაც ურჩი უ-სთვის თვალის გასწორება ერიდებოდა, მაგრამ თავად მოისმინეთ და განსაჯეთ: ბ გ დ ვ ზ თ კ ლ მ ნ პ ჟ... ანბანი ასე უხმოვნოდ და უღიმღამოდ როდემდე გაჩერდებოდა? მოთმინების ფიალა მალევე აევსო, სშლლ-დ ქცეულ საშლელს მოუხმო და თანხმოვნების გასაგონად დაუბარა

— თუ ამ წამსვე ჭკუა არ უსწავლიათ, უაზრო ჭირვეულობა და ბუტიაობა არ მოუშლიათ, თანაც ხმოვნებს არ შერიგებიან, იცოდე, შენებურად აფუსფუსდი და უკლებლივ ყველა თანხმოვანი წაშალეო!

კიდევ კარგი, ეყოთ ჭკუა თანხმოვნებს, ერთად სძლიეს ამპარტავნებას და სიჯიუტეს, ერთ გრძელ რიგად ჩამწკრივდნენ და იმის შიშით, საშლელი არ დაგვეწიოსო, ხმოვნებთან შესარიგებლად ერთიმეორეზე სწრაფად გაიქცნენ.

ამ მბის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, შეხმატკბილებულ ხმოვან-თანხმოვნებს კი აურზაურის ატეხვა გულშიც აღარ გაუვლიათ, სხვა თუ არაფერი, ერთმანეთის ფასი უკვე რახანია იცოდნენ.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

გახადეთ ბავშვი გამბედავი

არ დაგავიწყდეთ სოციალური უნარების სწავლება - უთხარით, რომ ყოველთვის უყურონ ადამიანის თვალების ფერს. თვალებით კონტაქტის დამყარებით ნაკლები შანსია ბავშვი დაიჩაგროს. იგი დაეხმარება მორცხვ ბავშვს გახდეს უფრო თავდაჯერებული.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024