kids.ge logo

ნუგბარქიშპობა

ფავორიტებში დამატება

დიდი ხნის წინ ქვეყნად მრავალი უცნაური სამეფო არსებობდა: ნაყინეთი, ზეფირეთი, ჟელეთი, შოკოლადეთი, კარამელეთი, სუფლეთი, მარმელადეთი, სანამცხვრეთი, სატორტეთი. . .

ტკბილ სამეფოებს სულაც არ ჰქონდათ ტკბილი და დალხენილი ცხოვრება, ყველა მხრიდან მტერი უტევდათ. აი, თუნდაც მზე. ერთს ისე დააცხუნებდა ტკბილ სამეფოში, მაშინვე განგაში ატყდებოდა — ვინც გადნობას და გაფუჭებას გადაურჩა,ყველანი უკლებლივ მაცივრებში გაიხიზნენო. საბრალოებს არც ქარი და წვიმა ინდობდათ, არც თოვლი და ყინვა. ამ ყველაფერს ერთმანეთში გაუთავებელი ქიშპობაც ემატებოდა. დღე ისე არ გავიდოდა გემოვნებაზე დავა ჯერ კინკლაობაში, მერე კი არეულობასა და დავიდარაბაში არ გადაზრდილიყო. ნაყინები ხან შოკოლადებს ექიშპებოდნენ, ხანაც — გოზინაყებს, ჟელეები დასანახავად ვერ იტანდნენ მარმელადებს, ზეფირები კი სუფლეებს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში იწვევდნენ.

აი,დღეს მაგალითად სანამცხვრეთი და სატორტეთი წაეკიდნენ ერთმანეთს.

ნეტავ ტორტი რით მჯობია?! —
გაიბღინძა ნამცხვარი,
რაღაც კრემით მოთხუპნულა
და ჭკუაზე არ არის.

პასუხი მყისიერად გაისმა. აბა, ხმელ ნამცხვარს ფაფ უკი ტორტი სიტყვაში ხომ არ ჩამორჩებოდა?

— ეს ნამცხვარი რას კადრულობს,
ახლა ტორტი გაგიჟდა, —
ნამცეც-ნამცეც თუ არ დაგფშვნა,
სატორტეთი გამიწყრა!

ამ სიტყვების მერე უკან დამხევი ვინ იყო?! გაბრაზებული ნამცხვრები მაშინვე სატორტეთისკენ დაიძრნენ, ისეთი ამბავი ატყდა, შოკოლადი თხილს არ აიყვანდა ხელში. დიდხანს გასტანა ხელჩართულმა ბრძოლამ.

— ექიმი! დროზე ექიმი! აქ დაჭრილია! — ბოლო ხმაზე ყვიროდნენ დამტვრეული ხრაშუნა ნამცხვრები, თანაც. მოუთმენლად ელოდნენ ექიმს, რომელიც კოვზის მარტივი მოძრაობით ოსტატურად წაუსვამდა ნატეხებზე ჯემს. სულ ცოტა ხანში მყარად შეწებებული ნამცხვრები ისევ ტორტებთან საბრძოლველად გარბოდნენ.

არც სატორტეთში გახლდათ დალხენილად საქმე, ტორტი ტორტს აღარ ჰგავდა, აღარც მინანქარი შერჩენოდათ თავზე და აღარც კრემი.

ვინ იცის, რა მოხდებოდა, საქმეში ბრძენი ჰალვა რომ არ ჩარეულიყო — ნუგბარ-ქიშპობას და ერთმანეთის დაფშვნა-მტვრევას გირჩევნიათ გემოვნებაზე არ იდავოთ, საჩხუბარიც აღარ გექნებათო.

— უი, ასეც შეიძლება? — შვებით ამოისუნთქეს დაქანცულმა ნამცხვრებმა და ტორტებმა.
რადგან გემოვნების გარდა საჩხუბარი არაფერი ჰქონდათ, შერიგების ნიშნად ერთმანეთს დაუფიქრებლად გაუწოდეს თაფლითა და შაქრით დამტკბარი ხელები.

დასასრული

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა ზღაპრები

ყველაზე ტკბილი მხარე

ერთ მშვენიერ დღეს ბუდესთან მოფუსფუსე ბეღურას გუგული შეუჩნდა: __მარტო ფრენა მეზარება და გამომყევი, რას კარგავ, როცა კარს მომდგარი ცივი ზამთრის ნაცვლად, ულევ მზის...

აურზაური ანბანში

ერთ დღეს მთელ ქვეყანაში დიდი ქაოსი და აურზაური ატყდა, თურმე ნუ იტყვით და ანბანს უბედურება სწვეოდა. აბა, რა იქნებოდა, როცა აქამდე გვერდიგვერდ შეხმატკბილებულად მყ...

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: სადუნიშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

მიეცით ბავშვს საშუალება, ისწავლოს შეცდომებზე

ნუ შეგეშინდებათ ბავშვის შეცდომების და მიეცით მას საშუალება, ისწავლოს მათზე.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026