ცხვარი შევიდა სახლში, დაინახა სიღარიბე, ფეხები დაუბაკუნა და დაუყვირა:
- ადე, სიღარიბევ, გამეცალე აქედანაო!
- რად უნდა გაგეცალოო? ეს სახლი ჩემიაო!
- შენი კი არა, ჩემიაო. ეხლავე უნდა გამეცალოო!
რომ გაუჭირა საქმე ცხვარმა, სიღარიბემ სთხოვა: სახლის ნახევარი მაინც დამითმეო.
- არა, ვერ დაგითმობო.
ბოლოს სიღარიბე შეეხვეწა: ერთი კუნჭული მაინც დამითმეო.
- ვერ დაგითმობო, მთელი სახლი უნდა დავიჭიროო!
- რად გინდაო?
- რათა და მათაო, რომ ერთს კუთხეში მე უნდა დავდგეო, მეორეში ბატკანი უნდა დავაყენო, მესამეში მატყლს დავდებ და მეოთხეში - ყველსაო.
ადგა სიღარიბე და გაეცალა. მთელი სახლი ცხვარს დარჩა.
დაეხმარე სახელის შერჩევაში
გამოიყენეთ საწოლი მხოლოდ ძილისთვის
ასწავლეთ ბავშვს, რომ საწოლი მხოლოდ ძილისთვის არის. არ გამოიყენოთ ის თამაშისთვის ან სხვა აქტივობებისთვის.
გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო