kids.ge logo

ჩიტების სიხარული

ფავორიტებში დამატება

სემინარიის ეზოდან გუნდ-გუნდად გამოდიოდნენ ახალგაზრდები და მხიარული სიცილ-კისკისით მიუყვებოდნენ ქუჩას.

გოგლა და ბესოც გამოვიდნენ.

ლამაზი გაზაფხულის საამო სუნით იყო გაჟღენთილი ქალაქი.
ნუშ-ტყემლები თეთრად გადაბურდულიყო. ყველაფერში გაზაფხული იდგა, თითქოს ყველა სულდგმულის გულში გაზაფხული ჩამჯდარიყო.
ცელქი სიოც გაზაფხულის ნარნარა ფრთებით დაფრინავდა, მერცხლებს უხმობდა სათამაშ-სანავარდოდ.

გოგლასაც და ბესოსაც დასტყობოდათ გაზაფხულის სიხალისე.

მხიარულად ჩაიარეს ქუჩა. მეორე ქუჩის დასაწყისში პატარა ბიჭი შეამჩნიეს. გამხდარსა და გაყვითლებულს ხელში პატარა ყუთი ეჭირა.

გოგლა მიუბრუნდა ბიჭს.
- ჰყიდი რამეს?
- ჰო.
- რასა?
- ჩიტებს, - თქვა ბიჭმა და ყუთის პატარა ჭრილიდან ტანმოხატული გულწითელა ჩიტი ამოიყვანა.
- ეს ერთი გყავს?
- არა, ოთხია.
- რამდენად ჰყიდი?
- თორმეტ კაპიკს ვაფასებ, თუ ყუთსაც წაიღებ, ოცი კაპიკი უნდა მომცე, - მისუსტებული ხმით უთხრა ბიჭმა.
გოგლას შეებრალა ტყვექმნილი ჩიტები, უფრო კი პატარა მოვაჭრე შეენანა. ამოიღო ფული და ბიჭს გაუწოდა.
- ხურდა არა მაქვს, - თქვა ბიჭმა.
- არც ხურდა მინდა, არც ყუთი, მარტო ჩიტები მომეცი.

ბიჭმა სათითაოდ ამოიყვანა ყუთიდან ხატულა ჩიტები. გოგლამ თითო ხელში თითო დაიჭირა, მერე ჰაერში ასწია ორივე და გაუშვა, ჯერ ორი და მერე მეორე ორიც. ფრინველებმა ჰაერში შეინავარდეს.

გაოცებული ბიჭი თვალებაელვარებული შეჰყურებდა გოგლას.
- თუ არ გინდოდა, რატომ ყიდულობდი? - შეეკითხა არანაკლებ გაკვირვებული ბესო.
- მინდოდა, ჩიტების სიხარული მენახა, - მიუგო გოგლამ.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 6–13
ოპტიმალური ასაკი: 8–11

სხვა მოთხრობები

ჩიტების სიხარული

სემინარიის ეზოდან გუნდ-გუნდად გამოდიოდნენ ახალგაზრდები და მხიარული სიცილ-კისკისით მიუყვებოდნენ ქუჩას. გოგლა და ბესოც გამოვიდნენ. ლამაზი გაზაფხულის საამო სუნით...

არიფანა

სოფლელი გოგო-ბიჭების გულგასახარი გასართობი არიფანა იყო. ვარდობისთვის ერთ ლამაზ დღეს ვინ კვერცხებს გამოიტანდა, ვინ მაწონსა და ყველს, ვინ ხახვსა და ნიორს, ვინ პურ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ელბაქიძე:


Kids.ge-ს რჩევები

მოერიდეთ საჯარო ტანტრუმებს

თუ შესაძლებელია, მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას, სადაც ბავშვს შეიძლება ტანტრუმი დაემართოს.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026