მოთხრობები   ›   მერი ბოლქვაძე   ›   ვის მოჰყავს გაზაფხული?

ვის მოჰყავს გაზაფხული?

ფავორიტებში დამატება

საცაა თებერვლის თვე ჩათავდება. უკვე დროა - ვის მოჰყავს გაზაფხული?
- ვის მიჰყავს გაზაფხული? - ტყიდან ტყეებს, ველიდან ველებს გასძახის ოქროსრქებინი ირემი, ოქროს რქებზე ოქროს ქიმინი ვარსკვლავები დასთამაშებდნენ. ფრილო კლდის წვერზე ამაყი ჯიხვი დგას, ლამაზად თავაღერილი სივრცეს გაჰყურებს, ოღონდ ირემივით კი არ ყვირის, თავისთვის ოცნებობს და ფიქრობს:
- ვიხ მოჰყავს გაზაფხული, ლამაზი და მშვენირი, დიდებული და დიდი, სითბოთი და სილაღით სავსე?..
- ვის მოჰყავს?
ციყვი, კურდღელი, ზღარბი, მელა, დათუნია... მოლოდინით დაღალნენ.
ფანჯრიდან პატარა გოგო იყურება: “ვის მოჰყავსო?” თვალებით კითხულობს.
ჩიტი კი მოუსვენრად აქეთ-იქეთ აწყდება და იძახის:
- როგორ თუ ვის მოჰყავს?! დანახეთ, დანახეთ, ენძელები და იბი ამოსულან! პატარები რომ არიან, ამიტომ ვერ ამჩნევთ?
- მართლა? აბა, სად, სად? - გახარა ყველამ.
ტირიფის ხე უკმაყოფილოდ შეირხა:
- რა დროსია, ჯერ ისევ ცივია, ჯერ ისევ ცივი ქარი ქრის, ჯერ ისევ ღრუბლინია ცა?!
- შენ კიდევ გათავებლად სახე ჩამოგტირის! - უსაყვედურა ჩიტმა. ტირიფი კი ისევ აწუწუნდა:
- ვაი, რაღაც ცივი დამეცა?! ჰო, აი, თოვს კიდეც! იქნებ აღარც ელოდით?!

- აბა, თოვლი? - ციყვმა, კურდღელმა, ზღარბმა, მელამ დათუნიამ... ცისკენ დაიწყეს ყურება.

- ვაიმე, თოვს, რატომ თოვს? - დაიძახა ფანჯრიდან გოგონამ.

გოგონას თავისი ლამაზი ფისო მიუჯდა გვერდით და ჰკითხა:

- შენ არ იყავი, მთელი ზამთარი იმ თეთრ ფანტელებთან რომ თამაშობდი, ახლა რას გიშავებენ?

გოგონამ შესჩივლა:

- მაშინ ზამთარი იყო, არაფერს აშავებდნენ, ახლა ენძელებს და იებს დათოვეს.... შეხედე, როგორი კორიანტელი დადგა თოვლის, გეგონება, ბებო მატყლს პენტავს!

ფისომ თვალები ნებირად მოჭუტა და წაიკრუტუნა:

- მერე რა, ენძელებსა და იებს თვითონ არ ეშინიათ სიცივის და თოვლის, შენ რა გაშინებს?

- რა იცი? - გაჯავრდა გოგონა.

ფისომ ისევ მოჭუტა თვალები:

- რომ ეშინოდეთ, არც ამოვიდოდნენ; იცი, რას ამბობენ? “ძალგამოლელი ზამთარი იმიტომ გვაფარებს თოვლის თეთრ საბურველს, ჩვენი დანახვა ვერ ატანია: გაზაფხული ხომ ენძელებს და იებს მოჰყავთო”.

გოგონა მაინც ვერ მოვა გუნებაზე:

- მერე, ის აღარ იციან: როგორი პატარები და სიფრიფანები არიან?

- იციან!

- მერე?

- მერე რა, მაგაზე არც ფიქრობენ - გულადები და გამბედავები არიან: “ვიღაცამ ხომ უნდა მოიყვანოს, ვიღაცამ ხომ უნდა დასძლიოს: სიცივე, ქარი, ღრუბელიო?! და მათ მოჰყავთ გაზაფხული.

უცებ ფანჯარასთან ჩიტი მოფრინდა:

- მათ მოჰყავთ გაზაფხული - სითბოს, ფერების და მშფოთვარე ხმების ზარ-ზეიმი, მათ, შენ ხუმრობა ხომ არ გგონია?! - სწრაფად მიძახა გოგონას ასევე სწრაფად გაქრა....

გოგონა იდგა, იდგა ჩუმად, მერე გაცინა, ესე იგი, ფისოს და ჩიტს დაჯერა; ფანჯარა გამოღო, არემარეს ირემივით გასძახა:

- ჰეი, ვის მოჰყავს გაზაფხული, კიდევ ვინ არის გულადი. ვიინ?

- მე! - წაიმღერა ვიღაცამ ნაზად.

გოგონამ და ფისომ ყურები ცქივტეს; ვინ არისო?

ფანჯარაზე სუროსავით დაკიდნენ, გაიხედ-გამოიხედეს და კედლის ძირას ამოსული პაწია, ლამაზი ცისფერკაბა ყვავილი დაინახეს, მთლად თოვლის ფიფქების კორიანტელში გახველი.

- ცისთავალა! - გახარდა ფისოს.

- ეს მთლად მოციცქნილია?! - ახალ ცისთვალაზე შეწუხდა გოგონა.

ცისთავალამ კი აღელვებისაგან თვალები დახუჭა და წაიჩურჩულა:

- იცით, იცით? გაზაფხულის მოსვლა - სილამაზის და გამბედაბის გამარჯვებაა! იცით?...

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია