მოთხრობები   ›   ელისო ბილანიშვილი   ›   ბაგრატას ყორე

ბაგრატას ყორე

ფავორიტებში დამატება

ერთი უცნარი ზნე სჭირდა ბაგრატას: თავისი ეზოს ყორეს ყოველ გაზაფხულზე ანგრევდა და ხელახლა აშენებდა.

უბნის ბიჭები პირველ წელიწადს შველოდნენ, მერე წელიწადსაც მიეხმარნენ, მაგრამ მესამე გაზაფხულზედაც რომ შემოანგრია, ზედაც აღარ მიჰხედეს.

გოგლა ექვსი წლისა იყო, ბაგრატამ მეშვიდედ რომ შემოანგრია თავის ეზოს ქვა-ტალახის ყორე, არია ტალახი და დაწყო აშენება.

გოგლამ რომ დანახა მარტოდ მშრომელი ბაგრატა, მასთან მივიდა:

- მოგეხმარები, ძია ბაგრატ!

- ღმერთი კი შენ მოგეშველება, შვილო, - უპასუხა ბაგრატამ, ისე რომ თავი მაღლა არ აუღია.

გოგლა დახარა ქვის ასაღებად.

ბაგრატას ჩუმად მუშაბა არ შეეძლო, თუ ვინმე ახლდა, უნდა ელაპარაკა, თუ მარტო იყო - ღიღინებდა.

ბავშვთან ვინმეზე ლაპარაკი ეხერხულა. ისევ ლექსებს ვიტყვი, ბალღია, გახარდებაო, - გაფიქრა და დაწყო:

- მზევ, შინა და, მზევ, გარეთა,
მზევ, შინ შემოდიო...

გოგლას ცის თვალები გაფართოვდა. სმენად იქცა, თან ქვებს აწვდიდა. ბაგრატას კი სათქმელი ლექსი არ ელეოდა.

მთელი კვირა არ გასულა გოგლა უბნის ბიჭებში.

თედომ და ლადომ სახლში მიკითხეს. სოფიომ უთხრა:

- დილას მიდის სახლიდან და საღამოს გვიან მოდის, მგონი, ბაგრატას შველის.

ბიჭებმა ორღობეში ჩაუხვიეს. დანახეს: ბაგრატას ეზოშია გოგლა, დიდი ქვა აწევია, ისე დიდი, რომ სიმძიმისაგან წელში ვერ სწორდება და მოხრილი საცოდავად მიბიჯებს.

- თავს რაზე იკლავ, ბიჭო! - შეეხმინენ თანატოლები.

გოგლამ მძიმე ქვა ბაგრატას ფეხებთან დაუშვა და ღიმილი შეგება ბიჭებს.

- აი, ეს კედელი მარტო მე და ძია ბაგრატამ ავაშენეთ, - თქვა ამაყად.

მერე დღეს ლადომ უთხრა:

- თავს რაზე იკლავდი, არ გაგიგია მაგისი ახირება? მერმის ისევ დაანგრევს და ისევ აშენებს. შენ თუ ყოველ წელს ამ სიმძიმე ქვები სწიე, მოკვდები. პატარა ქვებს მაინც მიაწვდიდი, რას ეჭიდებოდი ისე დიდებს?

გოგლას გაცინა.

- პატარა ქვას თუ მივუტანდი, პატარა ლექსს მეუბნებოდა ბაგრატა, დიდ ქვას რომ მივუტანდი, დიდ ლექსს ამბობდა. მე კი მინდოდა დიდი ლექსები ეთქვა. 

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია