kids.ge logo

თოვლის ბაბუა გაიპარა

ფავორიტებში დამატება

ვასიკო ნიკაზე ბევრად უფროსია, ამიტომ სხვადასხვანაირი გასართობი მოაქვთ ხოლმე მათთვის. მაგრამ ახალი წელი რომ მოახლოვდა, მამამ ერთი ნაძვის ხე მოუტანა ორივეს.

იმ ნაძვს ტყე არასოდეს ენახა.

იგი ხელოვნური იყო, მაგრამ ძალიან ლამაზი ჩანდა. ტოტები კოხტად ჰქონდა გაშლილი. მერე რა მწვანე წიწვები ამკობდა!

ვასიკომ ხელი სტაცა თავისზე მაღალ ნაძვს და შინ შეარბენინა. დიდ ოთახში კარგი ადგილი შეურჩია. ნიკა ცეკვით უვლიდა გარშემო. ერთხანს ვასიკოც იქ ფუსფუსებდა. მერე, თითქოს მოსწყინდაო მასთან ყოფნა, გარეთ გავარდა. თოვლისაგან პატარა თოვლის კაცი გააკეთა, შინ შემოიტანა და ნაძვის ქვეშ დააყენა. ნიკას ძალიან მოეწონა თოვლის ბაბუა.

- ეს თოვლის ბაბუა ჩემია. - წამოიძახა მან და ვასიკოს შეხედა.

- შენი იყოს, - უთხრა ვასიკომ.

- დედიკო, მამიკო, მოდით, ნახეთ, როგორ უხდება ჩვენს ნაძვის ხეს ნამდვილი თოვლის ბაბუა, - მორთო ყვირილი გახარებულმა ნიკამ.

მამას მოეწონა და იკითხა:

- ვინ გაგიკეთათ?

- მე თვითონ... - უპასუხა ვასიკომ.

- შენ მოქანდაკე ყოფილხარ, - შეაქო მამამ.

ნიკა გაბრწყინებულ თვალებს აღარ აშორებდა თოვლის ბაბუას.

დედამ თოვლის ბაბუა დიდ ლანგარზე დააყენა.

ვასიკო მიხვდა, რატომ მოიქცა დედა ასე, ნიკა კი - ვერა.

ბიჭებმა დაძინების წინ კიდევ ინახულეს თავიანთი თოვლის ბაბუა და ნაძვის ხე.

ვასიკო დილით ადრე წამოხტა და სკოლაში წავიდა.

ნიკამ კარგად რომ გამოიძინა, მაშინვე ნაძვის ხესთან მიირბინა, მაგრამ რას ხედავს?!

მარტო დგას ნაძვის ხე.

- სად არის ჩემი თოვლის ბაბუა? - დაიძახა აღელვებულმა ნიკამ.

- რაო, ნიკა, გაპარულა? - დედამ თითქოს შეიცხადა.

- ჰო, გაპარულა, - უპასუხა თვალცრემლიანმა ნიკამ და ის კი არ უკითხავს, რატომ იყო ლანგარი წყლით სავსე.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ჩართეთ მუსიკა აქტივობების შესრულებისას

არსებობს მიზეზი რატომაც მუსიკის მოსმენა დალაგებისას სახალისოა. „შეასრულეთ დავალება მუსიკის თანხლებით და მოულოდნელად ის სახალისო გახდება“ - ამბობს სენდი ჰეინესი, პედაგოგი ბუკინგემის კოოპერატიულ საბავშვო ბაღში, გლასტონბერიში, კონექტიკუტის შტატში. აირჩიეთ ისეთი მარტივი აქტივობა, როგორიცაა მუსიკის მოსმენა დროში ჩასატევად: „შეგიძლია ჩაცმა სანამ რაფი „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ შესახებ სიმღერას დაასრულებს?“

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024