kids.ge logo

ვაკანსია

დაწყებითი საფეხურის პედაგოგი

Kids.ge-ს ბავშვთა განათლებისა და განვითარების ცენტრი აცხადებს დაწყებითი საფეხურის პედაგოგის ვაკანსიას:

I პოზიცია - „დაწყებითი საფეხურის“ პედაგოგი გვესაჭიროება „Kids.ge-ს სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამის“ ქართული ენის, მათემატიკისა და წიგნიერების საგნებისათვის. მეცადინეობები ტარდება სკოლამდელი ასაკის (5-6 წლის) ბავშვებთან. ჯგუფებში მაქსიმუმ 10 მოსწავლეა. დეტალური ინფორმაცია პროგრამასთან დაკავშირებით იხილეთ შემდეგ მისამართზე: http://kids.ge/office/skolisatvis-mosamzadebeli-programa

II პოზიცია - „დაწყებითი საფეხურის“ პედაგოგი გვესაჭიროება „Kids.ge-ს საკვირაო სკოლის“ საგნისათვის -  „ზოგადი განვითარება“. მეცადინეობები ტარდება შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში: 3-4 წლიანები, 4-5 წლიანები და 5-6 წლიანები. ჯგუფებში მაქსიმუმ 10 მოსწავლეა. დეტალური ინფორმაცია პროგრამასთან დაკავშირებით იხილეთ შემდეგ მისამართზე: http://kids.ge/office/sakvirao-skola

სამუშაო ადგილი: თბილისი, შ.ნუცუბიძის 183 (საბურთალოს ფილიალი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, პროფესიული უნარები:

  • განათლება - სკოლამდელი განათლება, დაწყებითი განათლება, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია ან მომიჯნავე სფეროები
  • ჯგუფებში ქართული ენისა და არითმეტიკის სწავლების გამოცდილება
  • ბავშვის აღზრდა განვითარების შინაარსის ცოდნა;
  • სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Internet).

პიროვნული მახასიათებლები:

  • ბავშვებისადმი თბილი და მოსიყვარულე
  • ენერგიულობა, კრეატიულობა
  • შრომისმოყვარეობა და მოწესრიგებულობა
  • პუნქტუალურობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

კანდიდატთა შერჩევა განხორციელდება 3 ეტაპად:

  • პირველი ეტაპი - შერჩევა მოხდება წარმოდგენილი CV-ის მიხედვით
  • მეორე ეტაპი - გასაუბრება
  • მესამე ეტაპი - ჩატარებული საცდელი გაკვეთილის მიხედვით

სამუშაო განაკვეთი:

  • I პოზიცია - ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი (16:00 - 20:00)
  • II პოზიცია - კვირა (11:00 - 15:00)

ანაზღაურება საათობრივია - თითო ჩატარებული გაკვეთილის ანაზღაურება 10 ლარია (საშემოსავლოს გარეშე). გაკვეთილის ხანგრძლივობა 45-50 წუთია.

დაინტერესებულმა პირებმა, თქვენი CV უნდა გამოაგზავნოთ 15 იანვრამდე ელ.ფოსტაზე: vacancy@kids.ge. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: დაწყებითი საფეხურის პედაგოგი. CV-ს თან უნდა ახლდეს კანდიდატის ფოტოსურათი (ფოტოსურათის გარეშე კანდიდატი არ განიხილება).

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 15 იანვარი, 2019
Kids.ge-ს რჩევები

გონივრული შეზღუდვები - კონტროლი

ბავშვებისთვის აუცილებელია შეზღუდვები, რითაც ისინი შეძლებენ გაიგონ როგორ იმოქმედონ ხშირად კომპლექსურ სამყაროში. გამოავლინეთ სიყვარული თქვენი ბავშვებისდამი შეზღუდვების დაწესებით, რათა მათ შეძლონ უსაფრთხოდ აღმოაჩინონ თავიანთი მისწრაფებები.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024