kids.ge logo

ულტიმატუმი

ფავორიტებში დამატება

დაისწავლა ცხრა ლექსი
სკოლისათვის ალექსიმ.
უყვარს ქადა-ნაზუქი,
ცხრა ბატი ჰყავს ნასუქი
და ცხრა გამოცანიდან
ცხრაზევე აქვს პასუხი.
დაურგეს ცხრა მოცხარი,
მოუყვანეს ცხრა ცხვარი,
იქვე ჩრდილში ცხრა სოჭის
დაღრუტუნებს ცხრა გოჭი.
გახდა გაცინარი,
ცხრა ისურვა ციცარი,
ცხრა ფიცი და ცხრა მტკიცი,
უნდა კიდევ ცხრა კვიცი.
ცხრა ნაყინში, ცხრა კევში
და ცხრა კოკაკოლაში
ცხრა კვიცს როგორ გადაცვლის?-
სულ არ წავა სკოლაში!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კურდღლები-ალო! ალო! როგორა ხარ ჩემო ძმაო, ნაცარავ? საკვებით მაქვს სავსე სორო, ხელი არ მომეცარა; შენ კი გიჭირს, არ ...ნაყინიმენაყინე ძიაო, თუ ნაყინი რძეაო, ანუ, რძისგან მზადდება- ასე გამიგიაო, ზამთარში რად გვიშლიან? დედას რისი ში...მარი ზღმარტლითგაღმა სერზე ზღმარტლი მწიფს, ციცქნა მარი ბილიკს წვრილს შეჰყვა, კალათს ბებო ოლღამ მოაყოლა ჭრელი ქოლგა, რადგ...დათვებიარ აცალეს ღამეს წასვლა, ცისკრის ვარსკვლავს ანთება, საახალწლო სამზადისი გააჩაღეს დათვებმა. მამა დათვმა წაი...თეოს დარდი-თეო, რამ დაგაღონა, თვალებს რად აფახულებ? -რამ და, დილით, გოგოლა, სკოლა მოვინახულე; თითქოს ვეღარც ვიცანი ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026