kids.ge logo

მამლის გრიპი

ფავორიტებში დამატება

წარამარა ისმის ცხინკი,
შეყარა მამალს გრიპი,
შიშარს და ფიცხელს
წია სიცხემ.
გაწითლდა ღაწვები,
გალურჯდა ბიბილო,
წუხს მამალი: _ ამ გრიპით
როგორ უნდა ვიყივლო?

ვის სმენია მამლის თხიპი,
რა ყოფილა თურმე გრიპი!
კრიხობენ დედლები,
მამალს ამედებენ,
გამოცდილი, ნაჯაფი
კრუხი ხარშავს ჯანჯაფილს.
ვარიბი ადებენ
შუბლზე ძმრიან საფენებს,
მამლის დაყივლებლად
დილას რა გათენებს?

არ სწვევია აქამდე
განსაცდელი საქათმეთს,
დაძახეს სასწრაფოს,
ამ საქმეში გაწაფულს.
მოფრთხიალდნენ მედდები,
თეთრხალათა დედლები,
თავქოჩორა ექიმი
ფრთხილად სინჯავს პაციენტს,
კითხება: _ ოფლს გასხამს,
გაცხელებს თუ გაციებს?
სუფთა არის ბრონქები,
სუფთა არის ფილტვები,

ჭამე ხილი, მწვანილი,
არ გამოფიტები!
თან დედა კრუხს არიგებს:
-წიწილები არიდეთ!
ხმელ ფოთოლზე ბატის ფრთით
წერს წამლების რეცეპტებს:
-მალე გამოკეთდები,
თუკი არ იცერცეტებ!
ბოლოს ბრძანა ექიმმა:
-ნუ გაშინებს თხიპი,
რადგან ქათმის კი არა,
რის მამლის გრიპი!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნუნუ ჯანელიძის სხვა ლექსები:

ჭიჭყინა
როცა ჰკითხეს სახელი,
ერთმა თევზმა იწყინა:...
დუნკლი დუნკლი
დუნკლი, დუნკლი, დუნკლები,
ბატის თეთრი ჭუკები,...
მელა და სუპერმარკეტი
-ამ ბოლო დროს საქათმეს
რად არ სტუმრობ, მელა? ...
ელენიკოს წინსაფარი
ამ წინსაფარს, ბებია,
ფართოჯიბეებიანს,...
კრუხის დარიგება
მოუსვენარ წიწილებს
რას ასწავლის დედა?...
„კატა “
ნახატის ავტორი:
იოანე ჟორჟოლიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნუნუ ჯანელიძის ლექსი „მამლის გრიპი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „მამლის გრიპი“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

გახადეთ ბავშვი გამბედავი

არ დაგავიწყდეთ სოციალური უნარების სწავლება - უთხარით, რომ ყოველთვის უყურონ ადამიანის თვალების ფერს. თვალებით კონტაქტის დამყარებით ნაკლები შანსია ბავშვი დაიჩაგროს. იგი დაეხმარება მორცხვ ბავშვს გახდეს უფრო თავდაჯერებული.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„პეპელა“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები

ნიკოლოზ ბარათაშვილი
კნიაზ ბარათაევის აზარფეშაზედ

ნიკოლოზ ბარათაშვილი

ამავსებ ღვინით,
აგავსებ ლხინით....
ნუნუ კერესელიძე
ინდაური

ნუნუ კერესელიძე

ვატყობ ჩემს თავს, განა არა,
ვიფხორები წარამარა....
ხალხური
თამარ მეფეს

ხალხური

თამარს უამბო დედამა: „შვილო, სიზმარი ვნახეო,
საწუთროს ჯამში ჩავხედე, ქვეყანა დავინახეო, -...
ინგა ქორდელი
ტყე

ინგა ქორდელი

მდიდარია ტყე
თავის ბინადრებით,...

უფრო მცირე ზომის ლექსები

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები

გალაკტიონ ტაბიძე
მარმარილო

გალაკტიონ ტაბიძე

აჰყვე კიბეებს - სადაც სფინქსი ქვებს ეფერება,
და შიშში გრძნობდე, რომ ახლოა ბედნიერება, - ...
გალაკტიონ ტაბიძე
დრო

გალაკტიონ ტაბიძე

აზიის დაშლილი თმის შავი გიშერის
მსუბუქი ტალღები და ლურჯა ცხენები! ...
ლუარა ჭანტურია
ენძელა

ლუარა ჭანტურია

თოვლის ქვეშ ლამაზ ენძელებს სძინავთ,
ზამთარია და ჯერ კიდევ ჰყინავს....
ბესიკი
„ან“-ზე სით მოხვალ

ბესიკი

ათინად სიბრძნის-შემკრები
აზიად ვმგზავრობ არესა; ...
შიო მღვიმელი
პაწია მერცხალი

შიო მღვიმელი

მე პაწია მერცხალი ვარ,
მოჭიკჭიკე, მოალერსე;...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024