საბავშვო ლექსები  ›   მარიამ წიკლაური   ›  მზის დაბნელება

მზის დაბნელება

ფავორიტებში დამატება
ალბუზიდან მყინვარზე
გადაჭიმა თოკი.
დევს წამოედგა სარეცხი,
რას იკმარებდა დოქი?
ან კოკა რას ეყოფოდა,
ან ჩაფურა და ლიტრა?
შვიდი არაგვი ჩაკეტა,
წყალი ზღვასავით იდგა.
შიგ ერთად გადაძახა
ჯუბა, ფარდაგი, წინდა.
მერე ზედ შედგა ფეხებით,
ქვებზე ხეხა და წმინდა.
რეცხა, რაც რამე ებადა:
ჯამი, დოქი თუ ქვაბი,
ჩამოწუწა კალთები
ნამზითვი ჯვალოს კაბის.
გრიხა და წრიხა ფლასები,
დატბორა გზა და შარა,
თან თოკზე ფენდა ღიღინით
ცხრა შვილის
ცხრა-ცხრა შარვალს.
სარეცხმა მზე დააბნელა,
ვამე ჩვენი ბრალი!
კიდევ კარგი, რომ ხშირ-ხშირად
არ რეცხავს დევის ქალი.
მარიამ წიკლაური
რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს ლექსი საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს ლექსი საინტერესო?



ეს ლექსი არცერთ კატეგორიაში არ არის.

ნახატი ლექსები - ამ ლექსის თემაზე შექმნილი ნახატები

ამ ლექსის თემაზე ჯერ არ არის არცერთი ნახატი ატვირთული. იყავი პირველი, ატვირთე შენი ნახატი!

დაამატე ნახატი

იმისთვის რომ შეძლოთ ამ ლექსის თემაზე შექმნილი თქვენი ნახატის დამატება, ჩვენს საიტზე უნდა გქონდეთ გახსნილი ანგარიში. ამისათვის უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია