kids.ge logo

მზისა და მთვარის ქვეყანა

ფავორიტებში დამატება

     უხსოვარ დროში, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდნენ ადამიანები მზე და მთვარე ერთად ანათებდა დედამიწას, რომელსაც  უზამაზარი, ქედ დადრეკილი მყინვარები  შემოჯაროდნენ.

  გამოღმიდან მზის ოქროს სხივების შარავანდედი ამშვენებდა ქვეყნიერებას, ხოლო გაღმა მთიდან კი, მთვარის  ნათელი, ორივენი მზეცა და მთვარეს ერთმანეთს შესციცინოდნენ, როგორც ორი მფეთქავი გული. მზე თავის სიმხურვალეს მთვარეს უწილადებდა სიყვარულის ნიშნად, ხოლო მთვარე კი, ბედნიერებით გაბრწყინებული  ფერთა ციალით

პასუხობდა.   არ ჰგავდა იგი ახლანდელს,  მიმქრალსა და მიბნედილს, ღამის მარტოსულ თანამგზავს. 

   ბუნების ქმნილებებიდან მხოლოდ ცხოველები და ფრინველები ბინადრობდნენ გაუკვალავ ტყეში, ისინი   წყვილ-წყვილად ცხოვრობდნენ ოჯახებით ნამატიან დედა-ბუდიანად და სიცოცხლის მშვენიერებით ტკბებოდნენ. არავინ იცოდა, მაშინ რა იყო შუღლი და რა იყო ბოროტება, მშვენიერი სანახავი  ლამაზად დაწყვილებულ ბუნების შვილთა ჰარმონია. იქვე, მახლობლად  აქაფებულ ჩანჩქერთა ჩქერები იღვრებოდნენ კლდის ნაპრალებიდან, მინდვრად  საუცხოო სილამაზის ყვავილები ხარობდნენ, რომლებსაც თავს ლურჯ- წითელი ფერის ათაგვარი პეპლები დაფარფატებდნენ,  მთის წვერზე კი სადაც ნისლიანი ბურუსი იდა, ცათამბჯენის სიმაღლეზე  გაშლილიყო უცხო მცენარე, სულ მარტოობაში მხოლოდ ღვთის თვალის სამზერად, და  ამ სამყაროს  სანეტარო სურნელს აკმევდა. ყველას ერთი სურვილი ჰქონდა, რომ როგორმე სწვეოდა ამ საოცარ მცენარეს. ასე მიუწვდომელი და შორი, რომ ეჩვენებოდათ და გაეგოთ რა საიდუმლო იმალებოდა იქ.

   ამ გარემოში ბინადრობდა  ულამაზესი,   თოვლივით თეთრი, რქებდატოტვილი ხარ-ირემი. მარტო ის ერთადერთი იყო ღვთის  არსებებში, რომ მეწყვილე არ ჰყავდა და ცალად დადიოდა თვალში სევდაჩაგუბებული, თუმცა გრძნობდა, რომ ადრე თუ გვიან იცის იპოვიდა თავის მსგავსს და ტოლს და იცის ივლიდა მწვანე ველებზე თავაღერებული და  მზისა   ხიბლით დატყვევებული. 

   იმ ხანად ღამეც სულ სხვაგვარი იყო, მზე და მთვარე, როგორც ორი მოსიყვარულე წყვილი ერთად მიდოდნენ  მთის გადაღმა სანთიბიოში და დილასაც ერთად ამოიწვრებეოდნენ სამყაროს მანათობლად,

  ღამე არ ჰგავდა ღამეს, ბუნება უცნაური შუქით ანათენდა, თითოეული არსება ღვთიურ ნათელს გამოსცემდა, ტყეში: ხეებს , ფოთლებს , მინდვრის ყვავილებს მკრთალი ნათელი დაჰკრავდა ყველგან არაამქვეყნიური სიმშვიდე და სილაღე სუფევდა.

  ერთ დღეს შუადღისას შხაპუნა  წვიმა  წამოვიდა, საუცხოო, ვერცხლის ფარდასავით დაეშვა ტყესა და ველებზე და  მიდამო მაცოცხლებელი წვეთებით აავსო.  ყვავილებმა, ბალახმა და ხეებმა ფესვები გაიგრილეს, დუმფარებმა თეთრი კოკრები გაშალეს და უბეში შეინახეს წვიმის მარაგი.

    წვიმიანში თეთრი ირემი გაღმა ჭალებს დაუყვა. მალე  გადაიღო და  ცაზე ცისარტყელის კამარა  გადაიჭიმა, ყაყაჩოს კაბიანი ჭიამაიები ბალახის ღეროზე აცოცდნენ და წვიმისაგან დასველებული ფრთები მზის სხივებს შეუშვირეს, ფრინველებმა ტყეში გალობა დაიწყეს.      

  იდგა მყვირალობის ხანა. ბუნება ემზადებოდა წყვილთა ქორწილისათვის.  

  თეთრი ირემი ბალახიანს შეუყვა, ტყიდან სუსტმა ნიავმა დაჰქროლა და ქათიბი აუთრთოლა, ირემმა დაღლილობა იგრძნო და მთვარის მთისაკენ გადაინაცვლა, იქვე, დიდი მუხების ჩრდილში წამოწვა და მიიძინა. მაღლობიდან  ისევ იმ დამათრობელ სურნელს გრძნობდა,  აღერილ რქებზე სიო ელამუნებოდა, უცებ, ძილში მეტად უცნაური ხმა ჩაესმა, ეს არ ჰგავდა დაბლობში მყოფთა  ხმას, თეთრმა ირემმა ბუნდოვნად გაიგონა ფურის ბღავილი. დამფრთხალი ფეხზე წამოიჭრა,  იფიქრა_ მომეჩვენაო! ნესტოებით ჰარი ღრმად შეისუნთქა და ჯიღა რქები ქედზე გადაიგდო, კარგა ხანს იდგა ასე, სანამ კიდევ ერთხელ არ განმეორდა ირმის შეძახილი, ახლაა კი, ვეღარ გაუძლო და  თითქოს გულიდან ამოიხავლა,  დიდი ხნის დაგროვილი სევდა-ნაღველი ამოაყოლა და  საპასუხოდ შეჰბღავლა ,,მეწყვილეს”  მერე ადგილს მოწყდა და მაღალი მწვერვალიდან ჩამომავალ ხმას დაედევნა.  მირბოდა და გარშემო თელავდა ყვავილების ჩქერს,  ბალახს, დეკასა და იელს,  რქებით ტოტებს ამტვრევდა, ლაწა-ლუწი გაუდიოდა ფეხქვეშ გამხმარ ნეშოს, ხან ქვიანს წამოკრავდა ხოლმე ჩლიქს, ხან ბუდეს მოურღვევდა შაშვის ბახალებს,  თეთრი ქათიბი აჯაგროდა,  ბირკებითა და ხაოთი გაწეპვოდა, თვალები უცანურად უელავდა,  აღარაფერს გრძნობდა და ვერც ვერაფერს ხედავდა, მხოლოდ ხმის ექო მეორდებოდა მის გულში.  ,,ოღონდაც იქამდე მიეღწია”!_ ფიქრობდა და ქარივით მიარღვევდა ბექობს

    აღმართს, რომ შეუდგა საშინელი დაღლილობა იგრძნო, მზის მცხუნვარე სხივები კიდევ უფრო აძლიერებდნენ მის შფოთვას. ფურის ხმა ერთხელაც განმეორდა და მიყუჩდა. ეხლა უფრო ახლოდან გაიგონა, თითქოს ისიც ნიშანს აძლევდა მეწყვილეს. როგორც იქნა გაივაკა და საოცარი ხედი გადაეშალა თვალწინ.

   მთვარის ეკვდერში ჩაშვებული სხივები ცისარტყელის ათასფერ ტალღებად იფრქვეოდნენ, მინდვრის შუაგულში  მაღალი, დატოტვილი თეთრ ყვავილოვანი ხე იდგა, რომელსაც  უამრავი ცისფერი პეპელა ევლებოდა თავს.  ხის გამშემოც პატარა პეპლებს დაეფარა მინდორი, ხეს   დამათრობელი მირონი ყველა მხრიდან სდიოდა, ფესვებიდან, ტოტებიდან, ყვავილის ნაყოფიდანაც კი, და ხის ფესვებიდან მოედინებოდა  მაცოცხლებელი  ნაკადული.

   ირემს მოსწყურებოდა,  წყალს სულმოუთქმელად დაეწაფა. არასოდეს უგემია ასეთი რამ, ხარბად, მაძღრისად სხვამდა, დაღლილობა იცებ გაუქრა,  თავზე ჩრდილი წამოადგა, ჯერ წყალში დაინახა ანარეკლი ირმისა,  ნელ-ნელა ასწია თავი, ის კი ამაყად აზიდული იდგა და უცქერდა, თავი მოაბრუნა თეთრმა ირემმა და მისი მშვენიერებით მოხიბლული ადგილზე გახევდა.

  ფურის თეთრ ქათიბს მთვარის შუქზე ლაპლაპი გაუდიოდა, წამახული ორი ოქროსფერი რქა მზესავით უბრწინავდა და მის არაამქვეყნიურ სილამაზეს კიდევ უფრო უსვამდა ხაზს. ორივენი თვალით ზომავდნენ ერთმანეთს,  მერე უცებ, ფურ-ირემი ადგილს მოსწყდა და ქარივით სწრაფად გავარდა ტყისაკენ, თეთრი ირემიც მას დაედევნა, ჩლიქებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, ქანცგაწყვეტამდე ირბინეს. ფურმა იქამდე სდია სანამ არ წამოეწია, მერე ორივე შედგა. წასასვლელი არსად იყო, უზარმაზარ კდის წვერთან გაჩერდნენ.  თეთრ ირემს პირიდან რძისფერი ქაფი გადმოსდიოდა და ფშვინავდა,  თვალები აალებული მზისოდენა გახდომოდა, არაქათგამოლეული უმზერდა.  ფურმა ერთი ხმამაღლა შეჰბღავდა, ჰაერში მსუბუქად აიწია და ქარაფზე ისკუპა . კდის მეორე მხარეს კი არ გადახტა, თითქოს  გადაფრინდა, ამით ეუბნებოდა _,,შენც მომყევი”! თეთრი ირემიც  მიჰყვა, ისე თითქოს ამ გამოწვევას ელოდაო მისგან, იცის  აიწია მაღალ კანჭებზე, და ფურისთვის თვალი არ მოუშორებია ისე გადაევლო ხრამს, მიაღწია კიდეც, მაგრამ წვიმიანმა მიწამ უმტყუნა, წაიბორძიკა და ჰაეში ამოყირავდა.   ოქროს რქიანმა ფურმა მაშინ მოიხედა უკან, როცა თეთრი ირემი უზარაზარ ხრამში მიფრინავდა, ირმის განწირულმა ბღავილა მიდამო შეძრა,

   ხეებიდან დამრთახლი ფრინველები წამოცვივდნენ, შაშვი ჭახჭახით ავარდა ბუდიდან, წრიაპებიდან აფოფრილმა არწივებმა წამოიხედეს.

  ოქროს რქიანი  უკან შემობრუნდა, აალებური, თოთო   მთვარე წამახულ რქებზე წამოიცვა და  აქაფებულ  ზღვაში გადაისროლა.  რამდენიმე წუთს  იდგა ასე,  მერე კი  ისიც თავაღერილი გადაეშვა ხახადაბჩენილი უფსკრულისაკენ.

    ჩამოწვა ბნელი და უკუნი ღამე. მზე გაერიყა მთვარეს და შავით შეიმოსა მიდამო. ობლად დარჩენილი მთვარე აღარ იყო ისეთი ნათელსხივა და ბედნიერი, მხოლოდ   იისფერ შუქს მიმოაფრქვევდა  ნათლის სვეტის გარეშე დარჩენილ ბუნებას. ერთადერთი  ზღვას უხაროდა მთვარის  სიჩუმე. მკლავებზე გადაიწვენდა და ჩვილივით არწევდა თავის ლილისფერ აკვანში,

  ვერავინ მიხვდა, რომ მოხდა  რაღაც იდუმალი და  მოკვდავთათვის ამოუცნობი.  ანგელოზებმა კიდევ ერთელ გადაუფრინეს მიძინებულ ქვეყნიერებას, ცაზე კი ირმის ნახტომი ვარკვლავთა ქოროში უკვდავ სხივად გამოიკვეთა.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

მხარი დაუჭირეთ გუნდურ მუშაობას

როგორც კი თქვენი ბავშვი დაიწყებს სკოლაში სიარულს, ის დღის განმავლობაში დაახლოებით 4-5 საათს გაატარებს თანატოლებთან და მასწავლებლებთან ერთად და მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა ჯგუფურ აქტივობებში. მან უნდა ისწავლოს გუნდურად მუშობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ესაუბრებოს სხვა ბავშვებს და ჩაერთოს კომუნიკაციაში. მიუხედავად იმისა, რომ ის სახლში შეიძლება იყოს ყურადღების ცენტრში და მისი ყველა მოთხოვნა უმალ სრულდებოდეს, მან უნდა გაიაზროს, რომ იგივე სიტუაცია არ დახვდება სკოლაში. ბავშვის თანატოლებთან შეთავსების უზრუნველსაყოფად, საჭიროა მას ასწავლოთ გუნდური მუშაობა, რომლისთვისაც აუცილებელი უნარები შეგიძლიათ სახლში თამაშით განუვითაროთ

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024