kids.ge logo

სკივრების ხელმწიფე

ფავორიტებში დამატება

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბრძენკაცი,რომესაც სკივრების ხელმწიფეს უწოდებდნენ. მას ეს სახელი იმიტომ დაარქვეს ,რომ შეუდარებელ სკივრებს ამზადებდა.

ბრძენკაცს სამი ულამაზესი სკივრი ჰქონდა, პირველს „ვალის დაბრუნება“ ეწერა ,მეორეს „ვალად გაცემა“, ხოლო მესამეს „ვალის მოხდა“. იგი სამივე სკივრში ყოველდღე ანაწილებდა ნაშრომს.

სკივრების ხელმწიფე სხვებზეც ზრუნავდა, მის მიერ შექმნილ სკივრებს ზოგს ჰყიდდა, ზოგს კიდევ გაჭირვებულებს ჩუქნიდა.ამიტომ თითქმის ყველა ოჯახში იყო ეს სამი ძვირფასი ნივთი.

ერთი მეზობელი,რომელიც აივნიდან ადევნებდა თვალყურს ბრძენკაცს,ვერაფრით ხსნიდა მის საქციეს. ამიტომ ერთხელ ჰკითხა:_ მეზობელო, რა დანიშნულება აქვს ამ სკივრებს? ან ყოველდღე შენს ნაშრომს რატომ ანაწილებო?

მან კი უპასუხა: _ პირველი სკივრით ვალს ვუბრუნებ ჩემს მშობლებს, მეორე კი შვილებისთვისაა განკუთვნილი და მას ვალად გავცემ, ხოლო მესამე სკივრს ვალის მოხდის დანიშნულება აქვს და მისი საშუალებით საკუთარ თავს ვპატრონობო.

ბერძენკაცით აღფრთოვანებული მეზობელი გაკვირვებას ვერ მალავდა

_ლამის 40წლის ვარ და მსგავსი რამ არასოდეს მსმენია, ამბობდა იგი.

იმ დღესვე შეიძინა სამი სკივრი და თავისი ნაშრომის გადანაწილება დაიწყო.მერე კი თავისთვის იმეორებდა: _ყველა ადამიანი ასე უნდა იქცეოდეს ,მაგრამ ჩვენ განა გვყოფნის კეთილგონიერება, ამ მოვალეობის აღსასრულებლადო?!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

შექმენით განსაკუთრებული მოგონებები

შესაძლოა, თქვენს შვილებს არ ახსოვდეთ თქვენი დარიგებები, თუმცა, მათ ემახსოვრებათ საერთო ოჯახური ტრადიციები - ძილის დრო თუ ღამის თამაშები.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024