kids.ge logo

მადლიერების ძალა

ეძღვნება ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს

ფავორიტებში დამატება

ერთ სოფელში ერთი კეთილი მეზღაპრე ცხოვრობდა. მას ცოლი ადრე გარდაეცვალა და პატარა გოგონას სულ მარტო ზრდიდა. იგი დღე და ღამე შრომობდა, მსოფლიოს ყველა ბავშვისთვის უამრავ ზღაპარს წერდა. მის კეთილ ზღაპრებთან ერთად ტკბილად იძინებდნენ ბავშვები, წიგნებს კი გულში იხუტებდნენ.

კეთილი მეზღაპრე ბედნიერი იყო, რომ ღმერთმა წერის ნიჭი უბოძა და მისი წიგნები ასე შეიყვარეს პატარებმა, მადლობას უხდიდა უფალს ამ სიხარულისთვის. თუმცა გამუდმებული შრომის მიუხედავად, გულს ის უკლავდა, რომ მისი პატარა გოგონა ნახევრად მშიერი დადიოდა, წვიმის დროს კი სახლში წყალი ჩამოსდიოდა და ასეთ გაუსაძლის ყოფაში ცხოვრობდა.

ერთ დღეს კეთილმა მეზღაპრემ ერთადერთ გამოსავალს მიაგნო თვითონ ფულის საშოვნელად გაემართა, გოგონა კი დროებით ბავშვთა სახლში მიიყვანა.

გოგონას ძალიან უჭირდა უცხო ბავშვებთან შეგუება, მაგრამ მალევე მიეჩვია, უამრავი მეგობარი შეიძინა და მათთან ერთად თამაშობდა, ცეკვავდა და მღეროდა, დროს სახალისოდ და საინტერესოდ ატარებდა.

გადიოდა დრო. კეთილი მეზღაპრე სულ იმაზე ოცნებობდა, თუ როგორ დაბრუნდებოდა თავის სახლში შვილთან ერთად. დილაადრიან იწყებდა შრომას და საქმეც სულ უფრო წინ მიიწევდა, ყოველდღე მეტ ფულს შოულობდა და უფლისთვის მადლობის გადახდაც არ ავიწყდებოდა. რაც უფრო მეტად მადლობდა უფალს, მითუფრო მეტი სასწაული ხდებოდა მის ცხოვრებაში.

ერთ დღეს ბავშვთა სახლში გოგონას ყვირილი გაისმა, მამააა!!!! მამა!!! მამა!!! ღმერთო ჩემო, როგორ მიხარია შენ დაბრუნდი ჩემ წასაყვანად!!! ყველა გოგონასკენ გაემართა და მამა-შვილის დანახვაზე მათთან ერთად აღმზრდელებიც სიხარულის ცრემლებს ღვრიდნენ.

მამა-შვილმა ბედნიერად განაგრძეს ცხოვრება. მათი სახლი უკვე ყველაზე ლამაზი და ზღაპრული იყო, სადაც მათთან ერთად ზღაპრის გმირები ცხოვრობდნენ. მათ სახლს უამრავი ბავშვი სტუმრობდა, კეთილი მეზღაპრე კი მათ ზღაპრებითა და ტკბილეულით ანებივრებდა. ორივე უფალს ყველაფრისთვის მადლობას უხდიდნენ და ასე დღითიდღე უფრო მეტი სასწაული ხდებოდა მათ ცხოვრებაში.

ნათია აბულაძე
10 იანვარი, 2016 წ.
ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 6–12
ოპტიმალური ასაკი: 8–10

სხვა ზღაპრები

მადლიერების ძალა

ერთ სოფელში ერთი კეთილი მეზღაპრე ცხოვრობდა. მას ცოლი ადრე გარდაეცვალა და პატარა გოგონას სულ მარტო ზრდიდა. იგი დღე და ღამე შრომობდა, მსოფლიოს ყველა ბავშვისთვის უ...

ოქროსთმიანი ბიჭი და ობოლი გოგონა

იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ოქროსთმიანი ბიჭი. იგი გულკეთილი, თბილი და მოსიყვარულე იყო. ოქროსთმიან ბიჭს ძალიან უყვარდა ერთი ობოლი გოგონა, რომელსაც შორს წა...

აბუს უბნის კოლორიტები

აბუს უბანში ყველაფერი ლამაზი იყო. ხალხი თბილი, ბუნება უჩვეულოდ მშვენიერი, განსაკუთრებით კი ის სახლი ამშვენებდა ამ უბანს, რომელსაც ზღაპრული იერი შემორჩენოდა. ყვე...

ახალი წლის სასწაული

ერთ ბავშვთა სახლში ერთი მეოცნებე ბიჭი ცხოვრობდა. სხვაზე ზრუნვას, რომ მორჩებოდა, მერე ოცნებობდა და ოცნებობდა. ახალი წელი ახლოვდება, გაიფიქრა ბიჭმა, იქნებ ჩემი ოც...

პრინცესა და  ბეღურები

ერთ სამეფოში უმშვენიერესი პრინცესა ცხოვრობდა. რასაც ისურვებდა ყველაფერი ჰქონდა. მთელი დღე იპრანჭებოდა და მერე ტკბებოდა სამეფო ბაღის სილამაზით. მოსაუბრე ბეღურები...

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ჩავლეიშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ ბავშვი, ითანამშრომლოს სხვებთან

წაახალისეთ ბავშვი, ითანამშრომლოს სხვებთან შემოქმედებით პროექტებზე.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026