kids.ge logo

აბუს უბნის კოლორიტები

ფავორიტებში დამატება

აბუს უბანში ყველაფერი ლამაზი იყო. ხალხი თბილი, ბუნება უჩვეულოდ მშვენიერი, განსაკუთრებით კი ის სახლი ამშვენებდა ამ უბანს,რომელსაც ზღაპრული იერი შემორჩენოდა. ყველას ძალიან უყვარდა და ელამაზებოდა ეს უბანი, პოეტი პაპას აშენებული სახლითურთ. სახლში მხოლოდ ორი საოცარი მოხუციღა ცხოვრობდა თვით ეს აღმშენებელი და ნენე ბებია.

პაპა უბნის კოლორიტი იყო. ცნობილი და მეტად პატივცემული პოეტი. იგი კარგ მშენებელადაც მიიჩნიეს, რადგან საყვარელი ადამიანისთვის სიყვარულის სახელით ერთადერთი სახლი ააშენა, რომელსაც სიყვარულის კოშკი დაარქვეს.

სიყვარლის კოშკში ბევრი ლექსი იწერებოდა, პოეზიის საღამოები იმართებოდა და ყოველდღე უამრავი პოეზიის მოყვარულიც იკრიბებოდა. ეს ყველაფერი კი პაპას ძვირფას ნენეს ეძღვნებოდა.

პოეტი პაპას სახლის მისაღებ ოთახში, შეუძლებელია თვალში არ მოგხვედროდათ, ერთ ამაღლებულ ადგილას განთავსებული ორი ბრწყინვალე გვირგვინი, რომელსაც ერთგულების გვირგვინს უწოდებდნენ. ამ გვირგვინის ერთხელ დადგმის შემდეგ, ისინი მას უხილავად ატარებნენ. არასოდეს დადგომია ჩრდილი მის ბრწყინვალებას, როგორც ცხოვრებაში-უხილავს, ისე ხილულს მათ მისაღებ ოთახში. ასე მოვიდნენ ღრმა სიბერემდე ხელიხელჩაკიდებულნი, შთამომავლობას კარგ მაგალითს აძლევდნენ და პატივსაცემი ადამიანების სახელსაც ატარებდნენ.

ყველას თაობის ინტერესს იწვევდა პოეტი პაპას ოჯახი. ერთხელ ჰკითხეს:

— პაპა, რაშია თქვენია ზღაპრული ცხოვრების საიდუმლო?

— ერთგულებაში, შვილო, ყველგან სადაც მივდიოდი ჩემი გვირგვინი დამქონდა თან, ერთგულება კი, ეს ღირსეული ადამიანების ხვედრია, დიდი პატივით მიღებული და არსით წვდომით დამშვენებული.

— არასოდეს გიფიქრიათ ღალატზე?

— ეჰ, ადამიანები ცოდვილები ვართ, პაპი, ეს ბრძოლა ყველა ადამიანშია, მაგრამ საკუთარ თავს ვაჯობე და ამით ვვამაყობ, ჩემთვის ჩუმად. მე სიყვარულის სახელი არასოდეს შემიბღალავს, უფრო მეტიც მთელი ცხოვრება ვცდილობდი

გამეღმერთებია ჩემი ნენე და ასე მედიდებინა სიყვარული, ამის მიუხედავად დრო მაინც არ მეყო... პაპა გაჩუმდა თუ არა, ტაშის ქუხილი დიდხანს ისმოდა.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

მთავარია ქება

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, თუკი თქვენი შვილი თანამშრომლობაზე უარს ამბობს. შეეცადოთ დაიჭიროთ მისი კარგი ქცევები. ბავშვები იმეორებენ იმას, რასაც ექცევა ყურადღება

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024