kids.ge logo

ცრუთა სამეფო

ფავორიტებში დამატება

იყო და არა იყო რა ,იყო ერთი ცრუთა სამეფო,რომელსაც მატყუარა მეფე ცრუ დიმიტრი l მართავდა. მისი ბრძანებით მთელ სამეფოში ყველა იტყუებოდა, უფრო მეტიც სიმართლის თქმა საერთოდ ეკრძალებოდათ, გარდა ერთი შემთხვევისა _მხოლოდ მეფე არ უნდა მოეტყუებინათ.

გავიდა რამდენიმე წელი. ხალხი წუხილს საზღვარი არ ჰქონდა. ასე როგორ გაგვიმეტა ჩვენმა ხელმწიფემ, რა საშინელეება გამუდმებით ტყუილის თქმა და ტყუილში ცხოვრებაო.
ყველა; მოხუცი თუ ახალგაზრდა მეხსიერებას უჩიოდა ,რადგან წინა დღით ნათქვამი ტყუილი მეორე დღეს აღარ ახსოვდათ, აი, სიმართლის თქმის კი ეშინოდათ, მეფემ არ გაიგოს და ციხეში არ გამოგვამწყვდიოსო.

ერთ მშვენიერ დღეს ხალხმა საიდუმლო შეკრება მოაწყო.

_მოდით მეფეს აღარასოდეს ვუთხრათ სიმართლე და ჩვენნაირ ყოფაში ჩავაგდოთ,იქნებ ბრძანება გააუქმოსო.თქვა ერთმა ჭკვიანმა კაცმა .

_დიახ! დიახ! ერთხმად დაეთანხმა ხალხი. 

ძალიან მალე ტყუილის მორევში ჩათრეულმა  ხელმწიფემ ბრძანება გასცა: ამიერიდან ჩვენს სამეფოში ტყუილის თქმა აკრძალულია და თუ მაინც ვინმე გაბედავს სასჯელი არ ასცდება... ,,თქვით სიმართლე და აღარაფრის დამახსოვრება დაგჭირდებათ" ,ამ  სიტყვებმა სამეფოში ყველას სიხარული მოჰგვარა და მადლობას უხდიდნენ მეფეს.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა ზღაპრები

ახალი წლის სასწაული

ერთ ბავშვთა სახლში ერთი მეოცნებე ბიჭი ცხოვრობდა. სხვაზე ზრუნვას, რომ მორჩებოდა, მერე ოცნებობდა და ოცნებობდა. ახალი წელი ახლოვდება, გაიფიქრა ბიჭმა, იქნებ ჩემი ოც...

პრინცესა და  ბეღურები

ერთ სამეფოში უმშვენიერესი პრინცესა ცხოვრობდა. რასაც ისურვებდა ყველაფერი ჰქონდა. მთელი დღე იპრანჭებოდა და მერე ტკბებოდა სამეფო ბაღის სილამაზით. მოსაუბრე ბეღურები...

აბუს უბნის კოლორიტები

აბუს უბანში ყველაფერი ლამაზი იყო. ხალხი თბილი, ბუნება უჩვეულოდ მშვენიერი, განსაკუთრებით კი ის სახლი ამშვენებდა ამ უბანს, რომელსაც ზღაპრული იერი შემორჩენოდა. ყვე...

მადლიერების ძალა

ერთ სოფელში ერთი კეთილი მეზღაპრე ცხოვრობდა. მას ცოლი ადრე გარდაეცვალა და პატარა გოგონას სულ მარტო ზრდიდა. იგი დღე და ღამე შრომობდა, მსოფლიოს ყველა ბავშვისთვის უ...

ოქროსთმიანი ბიჭი და ობოლი გოგონა

იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ოქროსთმიანი ბიჭი. იგი გულკეთილი, თბილი და მოსიყვარულე იყო. ოქროსთმიან ბიჭს ძალიან უყვარდა ერთი ობოლი გოგონა, რომელსაც შორს წა...

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ელბაქიძე:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ სამეცნიერო ექსპერიმენტები სახლში

ჩაატარეთ მარტივი სამეცნიერო ექსპერიმენტები სახლში, რათა ბავშვმა ისწავლოს ჰიპოთეზების შემოწმება და ანალიზი.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026