kids.ge logo

მხატვარი ქეთოს ამბავი

ფავორიტებში დამატება

პატარა ქეთო ხატვითაა გატაცებული. ყოველ დღე მიუჯდება ხოლმე მაგიდას და ფერად-ფერად ფანქრებს წვერის მოტეხვამდე უხახუნებს ფურცელს.

ახლა დედის პორტრეტს ხატავს. ლამაზს, მაღალს, გრძელი თმითა და ფართე ღიმილით. რატომღაც, ფეხსაცმლიდან დაიწყო ფიგურის აგება, არ გაუჭირდა - ფეხზე ეცვა დედის ქუსლიანები... დახედა და გადახატა - ფურცლის ქვედა მხარეს ორი დიდი ოვალი მოხაზა და კუთხეში თითო ხაზიც ჩამოაყოლა ქუსლის აღსანიშნად. ფეხსაცმელს ფეხები დაადგა, დედის სიმაღლე რომ ყველასთვის მკაფიოდ აღსაქმელი ყოფილიყო ფეხის ხაზები უსაშველოდ გააგრძელა და კაბის მონახაზით დაასრულა. კაბა მოკლე მოეჩვენა, ჩამოაგრძელა და კოჭთან შეართა. ცუდი არ გამოვიდა: კაბაც ჩანდა და ფეხის ხაზებიც... ტანიც მიახატა, ცოტა მოკლე იყო, მაგრამ ფეხის სიგრძის გამო ფურცელზე უფრო დიდი ტანი არ დაეტია... არ დაიბნა ქეთო, ნახატს უკნიდან მეორე, უფრო დიდი ფურცელი მიაწება და თავის ხატვას შეუდგა: წრეში ნახევარმთვარე, პატარა ხაზი და ორი წერტილი - ესეც დედის სახე და პორტრეტი თითქმის მზად იყო.

ყველაზე დიდი ძალისხმევა თმის დახატვას სჭირდებოდა. შავი და ხშირი თმა რომ გამოსულიყო, უსვა და უსვა ქეთომ ფანქარი ფურცელს. ფურცელი ცოტა გაიხა, ფანქარს კი, ამასობაში, წვერი მოტყდა... თმა ცოცხივით გაფშეკილი გამოვიდა, მაგრამ მოცულობა არ დაუკარგავს და ქეთო კმაყოფილი დარჩა! დედას წაუღო საჩვენებლად.

ქეთოს დედა სერჟანტია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მის წინ რამდენიმე ჭურვი ერთმანეთის მიყოლებით აფეთქდა და ორივე ფეხი დაკარგა, ცოტა მხედველობაც... ამიტომ სახლში დაჯდა და მებაღეობას მიჰყო ხელი... რამდენიმე თვის წინ ქეთომ დაიწყო დედის ფეხსაცმელების გამოყენება. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაიგო, რომ მათ გადაყრას უპირებდნენ. სიმართლე რომ ვთქვათ, ნახატების უმრავლესობასაც დედისთვის ქმნის. თუკი რამეზე ეღიმება დედას, ქეთოს შემოქმედებაა. ისიც ხატავს და ქოთნების თავზე უკრავს ჭიკარტებით... უნდა ყვავილების მოვლისას დედა სულ კარგ ხასიათზე იყოს და ცდილობს როგორც შეუძლია.

დედამ ამჯერადაც გადაიკისკისა საკუთარი პორტრეტის თვალიერებისას, შვილს თავზე აკოცა და ჰკითხა:

- ქეთო, რად გინდოდა ამ სიგრძე ფეხები რომ დახატე?

- დედა, ნუ ნერვიულობ, გაიზრდები და ფეხებიც გაგეზრდება, უფრო გრძელი და ლამაზი ფეხები გექნება! - უპასუხა ქეთომ.

დედას ამჯერდაც გაეღიმა და თვალები ცრემლებით გაევსო, ქეთოს ნამუშევრებით გაფორმებულ ორანჟერეას გადახედა და გაიფიქრა, რომ ცხოვრება მშვენიერია თავის სირთულეების მიუხედავად.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

დაეხმარეთ პატარებს საკანცელარიო ნივთების გამოყენებაში

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები გვთავაზობენ სხვადასხვა აქტივობას, რომელიც მოითხოვს ისეთი საგნების გამოყენებას, როგორიცაა კალამი, ფანქარი, მაკრატელი, ცვილი ან ფერადი ფანქრები. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს პატარას და ასწავლოთ მათი სწორი გამოყენება, წაახალისოთ ისინი ისეთი საქმიანობებით, როგორიცაა ხატვა. შეგიძლიათ ასწავლოთ ასოების ან რიცხვების გამოწერა ასაკიდან გამომდინარე.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024