kids.ge logo

ვირუსის შემდეგ

ფავორიტებში დამატება

ოდესღაც, 21-ე საუკუნის 20-იან წლებში ჩინეთიდან მთელს სამყაროში საშინელი ვირუსი კოვიდ 19 გავრცელებულა და ბევრი ადამიანი დაუხოცავს. ბევრიც გამოჯანმრთელებულა. მათ შორის კი ჩემი დიდი ბებია -  უკანასკნელი ინფიცირებული და გამოჯანმრთელებული პაციენტია. სხვათა შორის მისი იმდროინდელი ჩანაწერები შემოგვრჩა...

 “არც არაფერი: სიცხე მქონდა და პირით ვსუნთქავდი, ერთი-ორჯერ დედას ფანჯრის გამოღებაც ვთხოვე... ექიმმა კი იმ საშინელ ვირუსზე მიიტანა ეჭვი, რომელსაც კოვიდ 19-ს ეძახიან. „ვაიო!“ ისე ერთხმად წამოიძახა ოჯახმა, რომ შემეშინდა და ტირილი დავიწყე.

- გოგონა 10 წლისაა, ნუ დაზაფრავთ!  - შეუტია ჩემებს ექიმმა და დედაჩემს ისე გადახედა, რომ მივხვდი ანიშნებდა: საავადმყოფოში გადასაყვანად მოამზადეო.

დედამ ძალა მოიკრიბა, რომელიც წამოსადგომად ეყო, ცრემლების შესაჩერებლად კი არა. ელვის სისწრაფით გამოიტანა ტანსაცმელი – კაბა, თვის ბოლოს საკუთარ დაბადების დღეზე რომ უნდა ჩამეცვა და პატარა ბავშვივით დამიწყო პიჟამოს გახდა. გავბრაზდი: - ეს ჩემი დაბადების დღის ტანსაცმელია და საავადმყოფოში მის დასვრას არ ვაპირებ! - წამოვიძახე ნამტირალევმა.

- სხვა ჩააცვით! - ბრძანა ექიმმა. ეტყობოდა, ძალიან ეჩქარებოდა... სულ ასე იქცევიან ექიმები, მათთვის საკმარისია ის, რომ ადამიანების ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ და ვერ ამჩნევენ, როგორი გულგრილები ჩანან სხვა ყველა შემთხვევაში. ისევ გავბრაზდი: - იყოს ამას ჩავიცვამ! - ბრძანებით კილოში ექიმს მივბაძე და გამოვეწყე. საავადმყოფოში მისვლა აღარ მახსოვს, გზაში კომაში ჩავვარდი... როცა გამოვფხიზლდი პირველად დედა დავინახე და წამოხტომა დავაპირე ჩასახუტებლად... ვერა და ვერ შევძელი, თითქოს ჩემს თავზე სუსტი და დაოსებული ტანი მიეკერებინოთ ექიმებს. დედა თვითონ მოვიდა და შუბლზე მაკოცა. თვის ბოლოს კი ისევ ის ტანსაცმელი მეცვა, ოთხი კვირის წინ ახალს, რომ ვუწოდებდი. ახალი აღარ იყო და ძალიანაც კარგი. ტორტზე სანთლების ჩაქრობისას მაინც სულ დამესვარა... “

20 წლის ასაკში ბებიაჩემს გადაუწყვეტია რამენაირად სამაგიერო გადაეხადა კოვიდ 19-ისათვის და როგორც თვითონ წერს მის ჯინაზე გაუჩენია 14 შვილი. ბებოს დღიური კი ასეთ ფრაზით მთავრდება:  “თუ ადამიანები გავერთიანდებით, ცხოვრების სირთულეები ვერაფერს დაგვაკლებს!” ალბათ ვერც დააკლო, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა სერფინგის დროს.

მოთხრობა 8 წლის და უფროსი ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს $work_type საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 8-დან ~ 16 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2012 - 2020