ნაცრისფერი, ბობოქარი ტალღა ჯერ კენჭებს მთელი ძალით ეცემოდა და მერე თავისკენ მიათრევდა. ოთხდღიანი წვიმისგან შეღონებული ზღვა ბობოქრობდა.
– გაუგონარი ამბავია, ცამ პირი მოაღო და აღარ დაკეტა! – ბუზღუნებდა ნინა ბებო და ფანჯარასთან ყავას მიირთმევდა.
– პირი კი არა, თვალები მოჭუტა, ტირილი დაიწყო და აღარ დაამთავრა. პირიდან დორბლი სცვივათ ხოლმე და დორბლს ჰგავს ახლა ეს კოკისპირული, მშვენიერი წვიმა? – შეუსწორა 12 წლის კატომ და ბებოს საყვედურის თვალი მიაშტერა. ნინას ესიამოვნა, რომ კატოს ეს ნაცრისფერი, ატალახებული ამინდი „მშვენიერად“ მოეჩვენა და გამომწვევად ჰკითხა: – შეყვარებული ხომ არ ხარო? – არაო! – შეიცხადა კატომ და კომპიუტერს მიუჯდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ დიალოგი დასრულებული იყო.
ბებო საკუთარ თავთან მარტო დარჩა და მოგონებებში გადაეშვა. ნეტავ ბოლოს როდის იყო იმ მდგომარეობაში, ყველაფერი რომ მოსწონდა და უხაროდა... ზაფხულს რომ ზამთარი ერჩივნა, დარს ავდარი და დღეს ღამე... – უფ, რა დრო იყოო..! ღრმა მოგონებებიდან ამოყვინთა და ოხვრას ეს სიტყვები ამოაყოლა ნინამ... მერე რევმატიზმისგან* გატანჯული მკლავები ხელის გულებით დაისრისა და კატოს მადლიერი თვალებით გადახედა ხასიათის გამოკეთებისათვის.
* რევმატული დაავადებების დროს წვიმიან ამინდში მწვავდება სახსრების ტკივილი.
სხვა მოთხრობები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
მიეცით ბავშვს საშუალება, თავად გადაწყვიტოს, რა ენები ისწავლოს
ასწავლეთ ბავშვს, როგორ აირჩიოს ენები, რომლებიც მას აინტერესებს და როგორ მიაღწიოს წარმატებას მათ შესწავლაში.
გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო