kids.ge logo

სად ცხოვრობს მეზღაპრე?

ფავორიტებში დამატება

ის ადგილი აქედან შორს არის. ირგვლივ სულ მაღალი ლურჯი მთებია, შუაში კი სწორი ცისფერი ტბა კამკამებს.

ლურჯ მთებზე ღრუბლები იბადებიან, პატარა ცელქი ბიჭუნებივით კოტრიალობენ ფერდობებზე, იზრდებიან და მერე ჩვენკენ მოდიან რუხრუხითა და მუქარით. ტბა კი სარკეა ბუნებისა. ყველას უყვარს შიგ მზერა და კეკლუცი - მთებსაც და ღრუბლებსაც, მთვარესაც და ვარსკვლვებსაც, ყვავილებსაც და ხეებსაც.

დილდილაობით, მზე რომ ამოსვლას დააპირებს, ამ სიბნელიდან ნისლივით მსუბუქი მოხუცი გამოდის. ხელში გრძელტარიანი ანკესი უჭირავს, ცუკცუკით გაივლის ტბის შამბიან ნაპირზე გადებულ ფიცარნაგს და იმ ფიცარნაგის წვერზე ფეხმორთხმული ჯდება.

ტბა აქ უამრავი ფერითა და წვრილი თევზით არის სავსე.

მოხუცი გაუნძრევლად ზის, გაუნძრევლად უჭირავს ანკესის ტარიც. მხოლოდ წითელი ტივტივა თრთის და, როცა ტივტივა ჩაიძირება ღრმად, მოხუცი ამოსწევს ანკესის დამძიმებულ ტარს და მზეზე აბრჭყვიალებულ თევზს სწრაფად იჭერს ჰაერში.

ასე თევზაობს საღამომდე.

საღამოს კი უნთია ცეცხლი პაწაწინა ქოხის წინ, ხარიხაზე ჩამოკიდებულ ქვაბში იხარშავს საჭმელს.

გამოდიან კურდღლები, მელიები, ციყვები, მაჩვები და ტურები. შეკრავენ ცეცხლის ირგვლივ წრეს. სხედან მორჩილად და სათითაოდ ჰყვებიან თავთავიანთ ამბებს.

მოხუცს კი გაშლილი აქვს სქელი, ვეებერთელა რვეული, დამჭკნარ ტუჩებთან მალ-მალე მიაქვს წვერბოკოლა ფანქარი და მერე იმ ვეებერთელა რვეულში წერს, წერს მათ ნაამბობს, ანუ როგორც ჩვენ ვუწოდებთ - ზღაპრებს.

მაღლა, ღამეში შეკარგულ ვერხვებზე კი ნაღვლიანი ჭოტი ზის და თვალებდახუჭული ითვლის წუთებს: ჭუუტ! ჭუუტ! ჭუუტ!

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 6–12
ოპტიმალური ასაკი: 8–10

სხვა მოთხრობები

ძალიან პატარა დიდ ქვეყანაში

ამ წიგნს მელა წერს. როგორ წერს, რით წერს, საიდუმლოა. ხომ შეიძლება ერთი საიდუმლო მაინც დავიტოვო, როცა ქალაქის სიგრძე ამბავი უნდა გიამბოთ?! დავიწყებ იმით, როგორ ...

ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები

კრწანისის ომში დამარცხებულმა ერეკლე მეფემ, რამდენიმე თანმხლებთან ერთად, არაგვის ხეობას შეაფარა თავი. დღესაც არავინ იცის, სად იმყოფებოდა სამ დღეს, მეოთხე დღეს კი...

კრეჭანა

ლადოს კრეჭანას ეძახიან. ეს იმიტომ, რომ გან-განზე ამოსული დიდი კბილები აქვს და სულ იცინის, იცინის...ერთხელ კრეჭანას მეველემ დაუძახა:- მოდი აქ!კრეჭანა გაიკრიჭა და...

სად ცხოვრობს მეზღაპრე?

ის ადგილი აქედან შორს არის. ირგვლივ სულ მაღალი ლურჯი მთებია, შუაში კი სწორი ცისფერი ტბა კამკამებს. ლურჯ მთებზე ღრუბლები იბადებიან, პატარა ცელქი ბიჭუნებივით კოტ...

მუხა

ეს მუხა ტყის პირას დგას, - ბებერი, ჯმუხი, ტანდაკოჟრილი, ფოთლებშეთხელებული. აღარც ჩრდილს იფენს, აღარც რკოს ისხამს. იშვიათად თუ ეწვევა ვინმე, - ადამიანი, ცხოველი ...

ჩემი წარმომავლობა

ჩვენი ძველი სახლი ივრის ხეობას გადაჰყურებს. წინ პატარა ბაღი გვაქვს, ხეხილნარი, მერე ფერდობია, ფერდობის ძირში წისქვილის არხი გადის, არხის იქით ჭალის ვენახებია, ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ბუჩუკური:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ემოციების მართვა

დაეხმარეთ ბავშვს, ისწავლოს ემოციების მართვა ჯანსაღი გზებით, მაგალითად, ღრმა სუნთქვა.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026