kids.ge logo

ხშირად დასმული კითხვები

ფავორიტებში დამატება

- რატომ არის წვიმა სველი?

- წყალია და იმიტომ!

 - და წყალი რატომაა სველი?

 - რა იცი რომ სველია? – პატრა ნუცა არ ელოდა, რომ დედა კითხვას შემოუბრუნებდა და ცოტა დაიბნა. პასუხის მოსაძებნად ონკანიდან წვეთ-წვეთად ჩამომდინარე წყალს გახედა და სცადა რაც შეიძლება გულწრფელი ყოფილიყო...

 - ასე ვგრძნობ, როცა ხელებს ვიბან!

- მარტო ხელების დაბანის დროს? - გადაიკისკისა დედამ.

 - ცურვის დროსაც ვგრძნობ! - დააზუსტა ნუცამ და კითხვების დასმა საქმიანად გააგრძელა... - ვგრძნობ რაღას ნიშნავს?

 - ჩამეხუტე და აგიხსნი! - ნუცა ისე მოეხვია დედას, თითქოს ამ წინადადებას ელოდა მთელი დღე...

- გრძნობ რამეს? - ახლა დედის კითხვების დასმის ჯერი დადგა...

 - კი, შენი გულის ჩასვლა - ამოსვლას...

- მაგას გულისცემა ჰქვია! - ისევ გადაიკისკისა დედამ. - მე კიდევ ვგრძნობ, რომ ყველაზე ძალიან მიყვარს ის არსება, რომელიც ახლა გულზე მყავს მოკრული და ვგრძნობ, რომ ბედნიერი ვარ მასთან ერთად... - დედის ამ სიტყვების გაგონებაზე ნუცამ თავი ასწია და კიდევ რაღაც კითხვის დასმა დააპირა...

- ახლა არ მკითხო, ბედნიერება რა არისო?!.. - უმნიშვნელოდ აღშფოთდა დედა...

- ეჰ, არადა მაგ კითხვის დასმას ვაპირებდი... - ცხვირი ჩამოუშვა ნუციკომ - რატომ არ გინდა, რომ მიპასუხო?

 - არ მინდა – არა! არ ვიცი რა გიპასუხო... ბედნიერება ყველასათვის სხვადასხვა რამაა და იმდენი პასუხი არსებობს, რამდენიც ადამიანი.

–  როგორ უნდა მივხვდე, რომ ბედნიერი ვარ? - არ მოეშვა ნუციკო...

- თუ ფიქრობ, რომ ახლა ძალიან კარგად გრძნობ თავს, ჩათვალე, რომ ბედნიერი ხარ! - მოკლედ მოუჭრა პასუხი დედამ.

ნუციკოს გაეღიმა, დაფიქრდა და გახარებულმა წამოიძახა:  – მე ამ წუთას თავს ბედნიერად ვგრძნობ!

 - ძალინ კარგი! - უთხრა დედამ და ყავის მოდუღებას შეუდგა.

ნუციკო კი ისევ ბედნიერებაზე ფიქრობდა... მერე პურის ნამცეცებით სავსე კალათა აიღო და ჩიტების დაპურება დაიწყო აივანზე... ყრიდა ნუცა ნაფშხვენებს და თან ხმამაღლა იძახდა: მიირთვით, ჩიტებო, მიირთვით, უფ ... რა ბედნიერი ვარ! - უკვე მეორედ იყო ასე, მას შემდეგ, რაც გაიგო თუ როგორი გრძნობაა ბედნიერება.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

გქონდეთ გაწერილი რუტინები

ბავშვები თანამშრომლობენ სკოლაში, რადგან მათ იციან რასაც უნდა მოელოდნენ, ამბობს ბეთ კოენ-დორფმანი, ჩიკაგოს კონკორდია ევონდეილ კამპუსის სკოლამდელი აღზრდის კოორდინატორი. „ბავშვები ყოველდღიურად ასრულებენ ერთსა და იმავე პროგრამას, ასე რომ, ისინი სწრაფად სწავლობენ იმას, რასაც უნდა აკეთებდნენ და გარკვეული პერიოდის შემდეგ ავტომატურად მოქმედებენ“. შეუძლებელია სახლში ერთი და იგივე ტემპის შენარჩუნება, თუმცა, რაც უფრო თანმიმდევრულები იქნებით, მით მეტად ითანამშრომლებს ბავშვი თქვენთან, ამბობს კოენ-დორფმანი. ჩამოყალიბდით რამდენიმე გეგმაზე და მიყევით მათ: ყველა იცვამს ჭამის წინ. როდესაც სახლში შემოვდივართ, ვიბანთ ხელს. ძილის წინ არ ვკითხულობთ ზღაპრებს, სანამ პიჟამოს არ ჩავიცვამთ. საბოლოოდ, „სახლის წესები“ ბუნებრივი გახდება შვილებისთვის

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024