kids.ge logo

ლიმონათი და შემწვარი კარტოფილი

ფავორიტებში დამატება

ჭრელი ჭიქის გატეხვაზე სულ არ უნერვიულია მიშოს. ის ეწყინა - ლიმონათის ბოლო ჭიქა რომ დაიღვარა. მოტკბილული იატაკი ბებომ მოწმინდა და ნამახვრევები ნაგვის ურნაში ჩაყარა... ფეხის დადგმა ისევ შეიძლებოდა.

მიშო მაცივართან მივიდა იმ იმედით, რომ შუშხუნა ლიმონათს მურაბიანი წყლით მაინც ჩაანაცვლებდა, მაგრამ ვერც მურაბა იპოვა. ოთახში ლიმონათის სურნელი ჯერ კიდევ ტრიალებდა. მიშომ ტუჩები გალოკა და აბუყბუყებულ მუცელზე ხელი მოისვა. რაც არის, ეგ არის - ყულაბა უნდა გატეხოს და მაღაზიაში გაიპაროს. ბებოს ვერ სთხოვს... ჭიქა შემთხვევით რომ გაეტეხა კიდევ ჰო, მაგრამ მიშოს შემწვარი კარტოფილი არ მოეწონა, გაბრაზდა და ძალით გადმოაგდო. ბებო კი ასეთ საქციელს არავის პატიობს, „ბრაზის მართვა უნდა ისწავლო, რომ სისულელეები არ აკეთოო!“ საყვედურობს მიშოს და შვილიშვილის გაფუჭებულისა თუ დასვრილის მოწესრიგებას იწყებს. მიშოს რცხვენია. კუთხეში მიგდებული თეფშიდან კარტოფილს ისევ სინჯავს - ხახვის გარეშეც მშვენიერია... ტყუილად გაცეცხლდა! რა უნდოდა, ეთქვა და ხახვსაც დაამატებდა ბებია. არაფრის გამო ატკინა გული და ბოლო ჭიქა ლიმონათიც დაღვარა. ყულაბის გატეხვას სჯობს ბებოს ჩაეხუტოს და შეპირდეს, რომ ბრაზის მართვას ისწავლის, საქციელსაც მეტ ყურადღებას მიაქცევს და იმის ნიშნად, რომ ნანობს: ერთი კვირა არც ლიმონათს დალევს და არც სხვა ტკბილეულს დააკარებს პირს.

9 წლის მიშო თავდახრილი შევიდა ბებოს ოთახში და ზუსტად ისე მოიქცა როგორც ჩაფიქრებული ჰქონდა.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

თანამშრომლობის წახალისება

ქვეყნის ნებისმიერ სკოლამდელი აღზრდის საკლასო ოთახში ნახავთ, რომ ბავშვები წყნარად ზიან წრის გარშემო, ხელს იწევენ სანამ რამეს იტყვიან, ერთმანეთს გადასცემენ ხელსახოცებს და საჭმელს. ისმის კითხვა: როგორ აღწევენ ამას მასწავლებლები? როგორ შეუძლიათ მათ ნებაყოფლობით მართონ 4 წლამდე ასაკის რამდენიმე ბავშვი ერთად? არ არსებობს საიდუმლო ფორმულა, თუმცა, არსებობს რამდენიმე რჩევა

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024