გაზაფხულის პირზე, გავახილე თვალი თუ არა, ნამით პირი დავიბანე, ცისფერი კაბა შევისწორე და მიმოვიხედე. ახლოს ვერავინ დავინახე. ადამიანები გარბი გამორბოდნენ, მე კი ზედაც არავინ მიყურებდა.
- სად, სად გარბიხართ?! - წამოვიძახე გულდაწყვეტილმა, - მიწის გორახები შემოვიცალე, მივისწრაფოდი სულ მაღლა და მაღლა, ზევით მელოდებიან-მეთქი, ვფიქრობდი. როგორც იქნა, ამოვიწვერე. გული ამიძგერდა: - ბუჰ! - იფეთქა ჩემმა პაწია კვირტმა და ყვავილად იქცა. ახლა კი ნუთუ ისე უნდა დავჭკნე, რომ ვერავინ შემამჩნიოს? შეჩერდით, ადამიანებო, ნუ გარბიხართ. შემომხედეთ. განა ჩემი ცისფერი, სიფრიფანა კაბა და ზედ განაბული ნამის ციმციმა წვეთი ვერ დაინახეთ? ბავშვები მაინც გამოუშვით აქეთ. ისინი მომეფერებიან.
ზოგი ყვავილი ახლოს არ მოგიკარებს, ეკლებს აბუძგავს, ზოგი შხამიანია, ზოგიც მყრალი და კიდევ რა ვიცი რა.
მე კი...
მომწყვეტენ?
სანამ მოვკვდები, ბარემ, ჩემი მშვენიერებით სხვა გავახარო!
ნუ, ნუ მიიჩქარით, ადამიანეო! ცოტა ხნით შეჩერდით! ხომ ხედავთ, ამოვედი...
სხვა მოთხრობები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
Kids.ge-ს რჩევები
შეაქეთ ბავშვის კარგი ქცევა
ჩვენ ყველას გვსიამოვნებს ქება. იგივე ეხება ბავშვებს. დამოუკიდებელი და პასუხისმგებელი ბავშვის აღზრდისთვის აუცილებელია გამხნევება. არასწორი საქციელის მიზეზი ადეკვატურად უნდა იყოს ახსნილი. ამით ბავშვებს უვითარდებათ ცნობიერება თავიანთ მოქმედებებზე და იაზრებენ მათ უარყოფით შედეგებს.
ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საინტერესო