kids.ge logo

პატარა მხატვარი

ფავორიტებში დამატება
კო−ტე ვე−ფხვსა ხა−ტავს,
ნა−ხა−ტი ჰგავს კა−ტას;
სო−კოს ძერ−წავს გო−გა,
ნა−ძერ−წი ჰგავს ქოლ−გას.
მზი−ა დიდ მზეს ქარ−გავს,
მაგ−რამ მზეს სულ არ ჰგავს.
- ნუ ი−დარ−დებ, კარ−გო,
ხა−ტონ,
ძერ−წონ,
ქარ−გონ...
მა−გათ ნამდ−ვილ ნა−ხატს
წლე−ბის შემ−დეგ ვნა−ხავთ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026