kids.ge logo

თევზაობა

ფავორიტებში დამატება

ერთ სა−ღა−მოს ბი−ჭებ−მა
ან−კე−სე−ბი ა−ვი−ღეთ,
გა−დავ−წყვი−ტეთ დი−ლა−ზე
სა−თევ−ზა−ოთ წავიდეთ.

დილით ად−რე რიჟ−რაჟ−ზე
თავს და−მადგ−ნენ მძი−ნა−რეს,
ძნე−ლი−ა თუ ად−ვი−ლი
მი−ვა−დე−ქით მდინარეს.

ბევრი სა−ტყუ−ა−რა გვაქვს
მაგ−რამ დი−დი ბო−დი−ში,
თევ−ზი ვერ მო−ვა−ტყუ−ეთ
და−ვი−ღა−ლეთ ლოდინში.

რამე უნ−და ვი−ღო−ნოთ,
ვე−უბ−ნე−ბი დაღ−ლი−ლებს,
ა−სე დაბ−რუ−ნე−ბუ−ლებს
უფ−რო−სე−ბი დაგვცინებს.

ბებოს წყალ−ში უ−წყვი−ა
გა−ყი−ნუ−ლი თევ−ზე−ბი,
რომ−ლის−გა−ნაც სა−დილ−ზე
მოგ−ვიმ−ზა−და კერძები.

ჩვენში ერთ-ერთს ვუ−თხა−რი
შენ ჩა−დე−ქი კა−რებ−ში
მე სასწ−რა−ფოდ თევ−ზე−ბი
გა−და−ვა−წყვე ბადეში.

მივუტანეთ უფ−რო−სებს,
ვთქვით: არ გა−გიკ−ვირ−დე−თო,
დი−ლი−დან−ვე ვთევ−ზა−ობთ
და ეს და−ვი−ჭი−რეთო.

დაგვაყარეს სი−ცი−ლი,
გახ−სე−ნე−ბა არ მინ−და,
თურ−მე მთის მდი−ნა−რე−ში
და−ვი−ჭი−რეთ სტავ−რი−და.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ონკანიერთხელ აბაზანაში გაგვიფუჭდა ონკანი, ბავშვებისთვის ის გახდა სიხარულის მომტანი. მოუშვებ და ახველებს, ცემინე...„მაუსი“ერთ საღამოს მამამ სახლში მოიტანა ყუთებით, ყუთებიდან ამოიღეს შეფუთული ფუთებით, ზოგი ისე დაამაგრეს, ზოგს და...საზამთრობავშვებისთვის ათასფერად მოხატული ხილი: ვაშლი, მსხალი, ატამი და საკნატუნო თხილი, თურმე სასარგებლო არის, რო...მელაკუდა მელიამელაკუდა მელია, გიყვარს ღამე ბნელია, ჩემს დედალზე, იცოდე, არ წაგიცდეს ხელია, ყასაბა და ბასარა საქათმესთან...ველოდებით ახალ წელსშემოდგომის მაგივრად შემოსულა ზამთარი, მახარობლად მობრძანდა თოვლის ფიფქთა ამქარი. მოიბუზნენ ჩიტები, გულწით...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026