kids.ge logo

ლოცვა

ფავორიტებში დამატება

ქართველი კაცის ჭურ-მარანო,
ჩემი საქართველოს ბაღ-ვენახო.
მუდამ სალხინობლად დაწურული,
მუდამ მსხმორე დამენახო.

მუდამ ღიღინებდეს გუთნისდედა,
როცა გაზაფხულზე გაჰყავს ხნული.
დაფასებელი არ მენახოს
გლეხის დაკოჟრილი ხელის გული.

სოფლად არ მენახოს ნასახლარი,
აყვავებული რომ იყო ოდეს....
ბავშვის სიცილი და ჟრიმული
სუყველა სახლიდან მოისმოდეს.

კაცი არ მენახოს ხელ გაწვდილი,
დამცირებული და დარცხვენილი.
დედა არ მენახოს შასანი,
ბედნის ანაბარა დარჩენილი.

ოჯახი სიყვარულით შექმნილიყოს,
ფუძე დაჰყოლოდეს მადლინი.
დედოდ დარჩენილი პატარების
თვალები არ მენახოს დარდიანი.

ჩემი ეკლესისს ქონგურები
რასდროს მენახოს ჩამოშლილი.
სამშობლოს საზღვრები არ მენახოს
გაპარტახებული და მოშლილი.

გულში იმედები ჩავისახოთ.
მრავალი ტკივილი გადავლახეთ.
ღმერთო დაჩოქილი გევედრები
სეთი სამშობლო დამანახე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საქართველოდედა ღვთისმშობელის წილხვედრი ხარ, ჩემო საქართველო საფიცარო. წმინდა მარიამი დაგიფარავს განსაცდელისაგან დაგ...წელიწადის დროებიგაზაფხული მიყვარს წელიწადის ყველა დრო, თუმცა კაცია გუნება. ზამთრს ძილისაგან ნელ-ნელა ფხიზლდება, იღვიძებს ...პატარა ქართველებიჩვენ პატარა საქართელოს მომავლიდან მოვდივართ. ჩვენი ქვეყნის ძლიერების და სიკეთის მდომნი ვართ. ჩვენ სამშობლ...დათვის დარიგებადათუნიას შემოუსხავს უღრან ტყეში, თვის ოთხი ყავისფერი, კოხტა ბელი. არიგებს და ასე მოძღვრავს თვის შვილებს- ...მამასვინ თქვა, რომ მაიკოს არ უნდა ლექსები, ვინ თქვა, რომ მამიკოს არ უნდა ალერსი. მე თუ კარგადა ვარ სითბო აქვს ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026