kids.ge logo

ზღარბი _ ჯვებე, ჭიდაობის ჩემპიონი

ფავორიტებში დამატება

საჭიდაო ხალიჩაზე
შეიკრიბნენ ცხოველები,
მსაჯი ჯიბო წრეში უხმობთ,
_ აბა, ვინ ხართ მსურველები!

...და რას ვხედავთ,
პირველი _ წრეში ჩადგა ზღარბუნა.
ღმერთო, ჩემო!
იქნებ გვითხრათ,
მისი წონის პატრონი
რა ეშმაკმა აცდუნა?

ერთიც ვნახოთ;
ხალიჩაზე გამოცხადდა, ვთქვათ და _ სპილო!
ნეტავ, მაშინ რაღას იზამს,
როცა მის წინ მეტოქე დგას
მილინი კილო?!!

მაგრამ ნახეთ, წარმატება
მთლად წონაზეც არ ყოფილა,
ჩემპიონმა გამარჯვებას
ერთი წამი ამყოფინა:
არ დასჭირდა ხალიჩობა,
არც მსაჯებთან ჩალიჩობა,
არ დასჭირდა შუკარი,
არ დასჭირდა არც მწვრთნელი _
რადგან ყველამ მსაჯთა კორპუსს
წარუდგინეს სარჩელი:
_ `თუ უნდა რომ დაგვეჭიდოს, ზღარბმაც უნდა დაიცვას, ჭიდაბის წესები;
ტატამს გარეთ დატოვოს, ის ჩხუტია ნემსები!~


რა ეთქმოდა მსაჯებსაც _
განიხილეს საჩივარი...
და სარჩელზე მოსარჩელებს
მიგებეს ცივი ური:
`ეს ნემსები ზღარბუნას, მოსდგამს წესით, ადათით,
ვისაც გინდათ, დაჭიდეთ,
ვისაც არა _
ტატამს გარეთ გაბრძანდით და სულ ყირაზე გადადით!~
. . . . . . . . . . . . . . .
სანამ ყირას გადივლიდნენ
მინდვრად ზღარბის ფალავნები,
მსაჯმა ჯიბომ ჩვენს `ჩემპიონს~
წია მაღლა ხელი!~

*
სე გახდა ზღარბი _ ჯვებე
ჭიდაბის ჩემპინი.
თუ ვინმეს გსურთ, დაჭიდოთ,
მოემზადეთ:
ერთი,
რი...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წუწკი წრუწუნავერ მოიშალა წუწკობა ერთმა პატარა წრუწუნამ, დედის მოტანილ კაკლეულს ნეტავ, გემო რად უწუნა? დაჰკრა ფეხი და ე...ბებია, მე და ქათამი ფაციკოწავაბრძანეთ ფაციკო გასაყიდად ბაზარზე, ათი დღეა კვერცხს არ სდებს გადაეწყო კაკანზე. დაგვეხვივნენ მუშტრები: ...დახუჭობანას თამაშის წინ გასათვლელი ლექსივლა I ნახეთ, ნახეთ, რა გოგოა, თეოლინა _ თეო! ყველაფერზე, რაც ბრჭყვიალებს, გაიძახის _ მეო; მოკამკამე ვარსკ...ტარო ბიჭი მედოლედამტიპიტო, დიმტიპიტო, დამტიდიმტი – დარო! უპარტყუნებს დოლს დილიდან ტარიელი – ტარო, თან იძახის:...სამაისოდილა გათენდა ცინცხალი, მამალმა დასცა _ ყიყლიყო! გამოაღვიძა ხმამ შაშვი დაიჭახჭახა _ ვინ იყო? ჭალამ მძივება...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026