kids.ge logo

სამაისო

ფავორიტებში დამატება

დილა გათენდა ცინცხალი,
მამალმა დასცა _ ყიყლიყო!
გამოაღვიძა ხმამ შაშვი
დაჭახჭახა _ ვინ იყო?

ჭალამ მძივებად აისხა
კუტკალიბის ჭრიჭინი.
ტურას ძილ-ღვიძილს უკარგავს
ბაგაში ბატკნის კიკინი...

მიწას ჩიჩქნიან დილიდან
გოჭებს გადით ჭყვიტ-ჭყვიტი!
_ ეზო აქციეს ჭანჭროდო _
ინდაურთ მორთეს ყვიტყვიტი...

ჩანჩქერს აუსხლტა კალმახი,
კატამ გაბა კნავილი.
_ რა ვქნა, ვერ ვიტან კნავილსო, _
ბოჩოლა მორბის ბღავილით...

ბატი დაუხვდა სისინით:
_ ჩუმად, ნუ ბღავი, სსსსსუ!
ბატს გადაუდგა მწევარი,
_ შენ, ეი! გაჩუმდები, თუ?..

ფიქრი არ ასვენებს გუგულს _
მტრედი არ მისტუმრებს, ნუთუ?..
მიასტუმრა კარზე დილით:
_ გუგუ, გუგუ, გუგუ!

გამოსძახა მტრედმა გუგულს:
_ არ მცალია, გოგო,
დამაცადე, ხუნდს ვაძინებ;
_ ღუღუ, ღუღუ, ღუღუ!

ღუღუ _ თქვენ და,
ღუღუ _ ჩვენ და,
ყველა პაწაწინას,
ყველას, ყველას, ვის პატარას
მშვიდი ძილით სძინავს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ტარო ბიჭი მედოლედამტიპიტო, დიმტიპიტო, დამტიდიმტი – დარო! უპარტყუნებს დოლს დილიდან ტარიელი – ტარო, თან იძახის:...დახუჭობანას თამაშის წინ გასათვლელი ლექსიგათვლა I ნახეთ, ნახეთ, რა გოგოა, თეოლინა _ თეო! ყველაფერზე, რაც ბრჭყვიალებს, გაიძახის _ მეო; მოკამკამე ვა...წუწკი წრუწუნავერ მოიშალა წუწკობა ერთმა პატარა წრუწუნამ, დედის მოტანილ კაკლეულს ნეტავ, გემო რად უწუნა? დაჰკრა ფეხი და ე...ბებია, მე და ქათამი ფაციკოწავაბრძანეთ ფაციკო გასაყიდად ბაზარზე, ათი დღეა კვერცხს არ სდებს გადაეწყო კაკანზე. დაგვეხვივნენ მუშტრები: ...ლექსი ძილის მოყვარულ ბიჭებზეკაკ, კუკ, კაკ, კუკ _ კაკუნის ხმა ისმის სისხამ დილით. მზე ფანჯრებში იჭვრიტება, _ არ უხდება კარგ ბიჭებსო შუ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026