kids.ge logo

თერძი მელა

ფავორიტებში დამატება

თერძი ვარო, იკვეხნიდა
კუდფუმფულა მელია:
- საქმე თავზე საყრელი მაქვს,
ჯერ არ შემომლევია.

ჩემთან დადის ცხოველების
თითქმის ნახევარია,
ქურქით, თავს რომ იწონებენ,
ჩემი ნახელავია!

გვიან ღამით დავამთავრე
წუხელ ლომის შეკვეთა,
ის ფაფარი მე შევკერე,
ამ დილით რომ ეკეთა.

მე შევმოსე თბილი ქურქით
ზამთრისათვის დათვები,
სასკოლოდ მე შევუკერე
კენგურუებს ჩანთები.

რასაც მელა იკვეხნიდა,
კურდღლებს გაგონიათ,
ამ ცანცარებს გრძელი ყური
ტყულად არ ჰქონიათ.

გაიფიქრეს, ნუთუ თავად
ლომმა ანდო ფაფარი?
- ვთხოვოთ, კუდი შეგვიკეროს
თავის კუდის სადარი.

მეორე დღეს მელიასთან
რიგი დადგა კურდღლების,
ყველას სურდა დაგრძელება
პაწაწინა კუდების.

მელაკუდას უხარია,
ზომებს იღებს ხალისით,
კუდის კერვა რომ არ იცის,
თქვენ გგონიათ განიცდის?

ერთ კვირაში დაბარა
ყურპარტყუნა კურდღლები
და სულ ყველას გამობა
მოჯღანული კუდები.

- არც ისეთი ურიგოა! -
ჩურჩულებენ ჩუმ-ჩუმად.
- არც ისეთი გრძელი არის!
- არც ისეთი ფუმფულა!

მელაკუდა ანუგეშებს:
- ჩემი საქმის მე ვიცი,
კუდები გაქვთ სანაქებო,
ყურთა შესაფერისი!

ციყვებმა რომ ეს გაგეს,
უჰ, იმდენი იცინეს:
-კუდი აბა რა კუდია,
თუ ვერ გაქიცინე?

ლექსი 4 ~ 10 წლის ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს ლექსი საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 4-დან ~ 10 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნათია ჯანაშიას სხვა ლექსები:

ოქროსფერი ხარიხები
ცეცხლს გაუდის ტკაცანი,
ათუხთუხდა თათარა, ...
კუზიანი აქლემი
- ხომ გირჩიეს, აქლემო,
მძიმე ტვირთს ნუ ათრევო. ყველას ბარგს რომ უზიდავ, ...
ჟირაფი და ზებრა
გრძელკისერა ჟირაფს,
ეკითხება ზებრა:...
ტურა სანი
გაიცანით ტურა სანი,
ბიზნესი აქვს კრუასანის. არ სცილდება თავის საცხობს,...
მაღალი წნევა
- ბუ უჩივის მაღალ წნევას
და ექიმთან ჩაეწერა. ექიმი კი გახლავთ ჭოტი, -...
„ყვავილი“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნათია ჯანაშიას ლექსი „თერძი მელა“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „თერძი მელა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ მას მიყვეს ინსტრუქციებს

ეს აუცილებელია! თქვენ უნდა ასწავლოთ თქვენს პატარას დაიცვას მისთვის მიცემული მითითებები და დირექტივები. სკოლამდელ ასაკში თქვენს შვილს მოუწევს მოუსმინოს მის მასწავლებელს და მიყვეს მის დარიგებებს. ასე რომ, თქვენ უნდა მოამზადოთ იგი წინასწარ, სხვადასხვა თამაშების საშუალებით.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ფისუნა“
ნახატის ავტორი:
ბარბარე ციშუკ (7)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე

მანანა ტონია
ბადი ბელი

მანანა ტონია

გალიაში ცხოვრობს მარტოდ,
პაწაწინა დათვის ბელი,...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე

უცნობი ავტორი
ფისუნია კატა

უცნობი ავტორი

ფისუნია კატა,
მაგიდაზე ახტა,...
ბონდო მაცაბერიძე
წუწკი წრუწუნა

ბონდო მაცაბერიძე

ვერ მოიშალა წუწკობა
ერთმა პატარა წრუწუნამ,...
ლუარა ჭანტურია
ბატკანი

ლუარა ჭანტურია

ტყეში ისმის ბღავილი
სულ პატარა კრავისა,...
მაყვალა მრევლიშვილი
მიაბოტებს

მაყვალა მრევლიშვილი

დიდი თოვლი მოვიდა,
სპილო იცვამს ბოტებს, ...
ლელა გაბური
ჭ - ოტი

ლელა გაბური

ჭრელი ჭოტი - ბუკნაჭო,
კივის: „რატომ გათენდა?!...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე

გივი ჭიჭინაძე
როგორ ასწავლა ჭიანჭველამ სამამდე თვლა ჭიანჭველაჭამიას

გივი ჭიჭინაძე

შესთხოვს წრიპა ჭიანჭველა
ჭიანჭველაჭამიას:...
მანანა ტონია
ქურდი ბეკო

მანანა ტონია

იყო და არა იყო რა,
რა იქნებოდა რა? -...
აკაკი წერეთელი
მახეში გაბმული ჩიტი

აკაკი წერეთელი

ბავშვები:
...
მანანა ტონია
მგელი და კრავი

მანანა ტონია

ერთ მსუნაგ და ავ ზნის მგელსა,
დაკარგვია, თურმე, შვილი,...
ელიზბარ გაბუნია
მელაკუდა სასამართლოზე

ელიზბარ გაბუნია

- დაიჭირეთ, ეგ მსუნაგი,
ამოვიდა, უკვე ყელში....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024