kids.ge logo

ბადი ბელი

ფავორიტებში დამატება

გალიში ცხოვრობს მარტოდ,
პაწაწინა დათვის ბელი,
მოიყვანეს ტყიდან იგი,
გაყინული, - სულ მთლად სველი,

თოვლმა როცა მთა და ბარი,
უხვად, თეთრად გადაპენტა,
დედა მოკლეს და დათუჩა,
დარჩა უღრან ტყეში კენტად.

ბევრი, ბევრი იზლუქუნა,
ცრემლი ჰყარა დიდი ხანი,
განშორების სევდამ სძლია,
გულს მოაწვა კაშანი,

ძუნძულა აქეთ იქეთ,
და ფუღურო ნახა ხეში,
ლადო პაპამ იქ იპოვა,
იყვანა ბელი ხელში.

მთელს ზოპარკს ცრემლები სდის,
ოხრავს მგელი, - ტირის სპილო,
ვაზაც კი აკრუსუნდა,
ლომი ბღავის, - „ვაი შვილო!“

ვეფხვები და აქლემები
ყველამ, ვინც კი ბელს შეჰხედა,
ამშვიდებენ: „გენაცვალე,
ჩვენ ვიქნებით შენი დედა.“

უგზავნიან საჭმელებსა,
ზებრები და ბაჭიბი,
ბანანებს არ იშურებენ,
მაკაკები - პრანჭიბი.

სიყვარული სუფევს ირგვლივ,
მზრუნველობა მისბაძი,
სახელიც კი მოძებნეს,
და დაარქვეს იმ ბელს „ბადი.“

ბავშვებმაც კი შეიყვარეს,
ბადუნია მურა დათვი,
და ყოველ დღე მიაქვთ მასთან,
ორცხობილა, შოკოლადი.

და მიირთმევს ჩვენი ბელი,
გამოგზავნილ ყველა ნობათს,
არ ცუღლუტობს და არ ცელქობს,
იმსახურებს ცხოველთ ნდობას.

ყირამალა კოტრილებს,
აღმოაჩნდა ცირკის ნიჭი,
თუთუყუში იმერებს,
ბადიაო კარგი ბიჭი,

რამდენია ქვეყნად ბავშვი,
ისე,როგორც ბადი ბელი,
მოვალე ვართ დავეხმაროთ,
გავუწოდოთ ობლებს ხელი.

ლექსი 4 ~ 8 წლის ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს ლექსი საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 4-დან ~ 8 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

მანანა ტონიას სხვა ლექსები:

ქართული სტუმართ-მასპინძლობა
ბავშვებო გსურთ მოსმენა,
ჩემი ნაამბობისა,...
სოფო და სოკო
მუხის ძირზე, ტყის კიდეში,
ამოსულა ერთი სოკო,...
„ადიდასისგან“ იმედგაცრუება
ბაყაყი ქვაზე შესკუპდა,
ყველაფერს იკლებს ყიყინით,...
სამი მშობელი
სულ წარჩინებით ისწავლე,
იყავ ბეჯითი,მშრომელი,...
ნუცა და კამფეტები
მამამ ნუცას ნუგები და
შოკოლადი მოუტანა,...
„ლომი“
ნახატის ავტორი:
მათე მთიულიშვილი (5წლის და 8თვის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული მანანა ტონიას ლექსი „ბადი ბელი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ბადი ბელი“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ემოციების გამოხატვა

წაახალისეთ ბავშვი, გამოხატოს თავისი ემოციები ჯანსაღად, მაგალითად, საუბრით ან ხატვით.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ყვავილი“
ნახატის ავტორი:
ემილია ლომთაძე (3 წლის და 7 თვის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე

ნათია ჯანაშია
თერძი მელა

ნათია ჯანაშია

თერძი ვარო, იკვეხნიდა
კუდფუმფულა მელია:...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე

მაია წიგნაძე
მსუნაგი ფისო

მაია წიგნაძე

ჩემი ცელქი ფისუნია,
სახლში შემოიპარა,...
ნინო მზესელი
ტყეში სკოლა გაიხსნა

ნინო მზესელი

ტყეში სკოლა გაიხსნა,
შროშნის ზარი გაისმა,...
მანანა ქურდაძე
ნინია და ფინია

მანანა ქურდაძე

გაუმართლა მურიკელას,
ჩვენ კუდგეძელა ფინიას,...
ლელა ცუცქირიძე
ყველას თავისი დედიკო უყვარს

ლელა ცუცქირიძე

ყველას თავისი დედიკო უყვარს,
წიწილას - კრუხი, ბეღურა - ბარტყებს,...
ლელა გაბური
ყ - ანჩა

ლელა გაბური

ყანჩაზე უნდა მოგიყვეთ,
აბა, მოსწიეთ ყურები!...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე

მანანა ტონია
ქურდი ბეკო

მანანა ტონია

იყო და არა იყო რა,
რა იქნებოდა რა? -...
აკაკი წერეთელი
მახეში გაბმული ჩიტი

აკაკი წერეთელი

ბავშვები:
...
მანანა ტონია
სუფთა ღრუტუნია

მანანა ტონია

ბინძური და ლაფიანი,
დაძუნძულებს თხრილ-თხრილ ღორი,...
მანანა ტონია
მგელი და კრავი

მანანა ტონია

ერთ მსუნაგ და ავ ზნის მგელსა,
დაკარგვია, თურმე, შვილი,...
ელიზბარ გაბუნია
მელაკუდა სასამართლოზე

ელიზბარ გაბუნია

- დაიჭირეთ, ეგ მსუნაგი,
ამოვიდა, უკვე ყელში....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2025