kids.ge logo

ცოტნე დადიანი

ფავორიტებში დამატება

I. მონგოლნი საქართველოში

მეცამეტე საუკუნის შუა წლებში საქართველოსათვის თავდადებულობით თავი ისახელა ერთმა დიდებულმა ქართველმა, სახელად ცოტნე დადიანმა. აი, როგორ მოხდა ეს ამბავი.

თამარ მეფის სიკვდილის შემდეგ არ გასულიყო ჯერ თორმეტი წელიწადი, რომ ჩვენს ქვეყანას შემოესია მრავალრიცხოვანი და უმძლავრესი მტერი — მონგოლები. ამ ველურმა ხალხმა მოინდომეს საქართველოს დაპყრობა. მათ მოსთხოვეს ქართველებს, ნებაყოფლობით დაგვიმორჩილდითო, მაგრამ ცივი უარი მიიღეს. მაშინ მათი ლაშქარი შემოესია ჩვენს ქვეყანას და დაიწყო ხანგრძლივი ბრძოლა ქართველთა და მონგოლთა შორის. ქართველებმა დიდი ვაჟკაცობა უჩვენეს მტერს, სამშობლოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას თავგანწირულნი იცავდნენ, მედგრად ებრძოდნენ მონგოლებს, ჟლეტდნენ მათ. მაგრამ მტრის სიმრავლის გამო ბოლოს მაინც ძლეულნი იყვნენ.

გამარჯვებულმა მონგოლებმა იწყეს მბრძანებლობა საქართველოში და სწრაფად შესცვალეს მისი მდგომარეობა. ქვეყანა სწრაფად გააღარიბეს, თავისუფალს ერს ყმობის უღელი დაადგეს.

მტერს მაინც ეშინოდა ქართველების შეერთებული ძალისა და ყოველ ღონისძიებას ხმარობდა ჩაეშალა ქართველთა შორის ერთობა და ამით ჩვენი ქვეყანა სამუდამოდ დაეუძლურებინა და დაემონავებინა. ასეც მოიქცნენ, თავისი წადილი სისრულეში მოიყვანეს. ცდილობდნენ ვერაგობით მტრობა ჩამოეგდოთ და იმერნი და ამერნი ქართველნი ერთმანეთთან შეეჯახებინათ. როცა ასე გააცალკევეს ღვიძლი ძმები და დააუძლურეს, მაშინ მოინდომეს მეფე ჩამოეგდოთ, თვითონ ყოფილიყვნენ პირდაპირი მბრძანებელნი ქართველებისა.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2012 - 2020