მოთხრობები   ›   იაკობ გოგებაშვილი   ›   ასპინძის ომი

ასპინძის ომი

ფავორიტებში დამატება

I. შესავალი

   »

«მამული ვეღარ იხილავს ირაკლის ხმალსა მღელვარეს, დიდება ივერიისა მასთან მარხია სამარეს.» გრ. ორბელიანი

მშვენიერი სანახავია მოწმენდილი ცა განთიდის წინ. ლაჟვარდის ფერი გაზომელი გუმბათი მოჭედილია ბრწყინვალე ვარსკვლავებითა და ესენი განუწყვეტლივ ებრძვიან ღამის სიბნელესა და ჰფენენ დაუსრულებელს სივრცეში სინათლესა და ლხენასა. ამ სასიქადულო ქვეყნის სამსახურში ყველაზე მეტად დაწინარებულია ორი მნათობი: ცისკარი და ხარისთვალა. ესენი ჩვენს დედამიწას ისე უხვად უგზავნიან სინათლესა, რომ ბნელს ღამეს ამსგავსებენ ნათელს დღესა. ქება და დიდება ცის მნათობებსა და უპირველესად ყოვლისა მათ შემოქმედსა.

ასეთსავე საცარს სამზერს წარმოადგენს სამოცდახუთის წლის მეფობა წარსულს საკუნეში ერეკლე მეორისა, ანუ “პატარა კახისა”. იგი დაუსრულებელი ბრძოლაა სინათლისა სიბნელესთან, თავისუფლებისა მონობასთან, ბრძოლა, სავსე საცარი ვაჟკაცობით, მრავალის ბრწყინვალე გამარჯვებათ შორის ორი კაშკაშებს განსაკუთრებული შუქითა. ერევნისა და ასპინძის ომი — აი ხარისთვალა და ცისკარი ერეკლეს სამხედრო მოქმედებაში.

პირველს — ერევნის — ომში ჩვენი სახელოვანი მეფე სამი ათასი კაცით შეებრძოლა თვრამეტ ათას სპარსელს ჯარსა, თავისი ხელით მოუკლა მას ერთი საკეთესო წინამძღოლთაგანი, შიშის ზარი დასცა მტერსა, სძლია იგი, დააყრევინა ბევრი ზარბაზანი, წაართვა მრავალი სიმდიდრე და საშინლად დამარცხებული გააქცია.

მეორე — ასპინძის — ომში ისე იჩინა თავი, ისეთი საცარი ვაჟკაცობა და სამხედრო ხელოვნება გამოიჩინა, რომ მთელი ევროპა გააცვიფრა, აღტაცებაში მოიყვანა თვით ფრიდრიხ დიდი, პრუსიის უძლეველი მეფე, და სახელად დაერქვა “ასპინძის გმირი”. ქება და დიდება ერეკლე მეფის სახელსა და დღეგრძელობა მის დამბადებელს და აღმზრდელს ქვეყანასა!

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია