kids.ge logo

გულკეთილი ქვრივი

ფავორიტებში დამატება

ერთ სოფელში ცხოვრობდა ერთი ღარიბი და ღვთისნიერი ქვრივი. შვილად ჰყავდა ერთი შვიდი წლის ვაჟი. ქვრივი ბოროტისათვის ბოროტს არასდროს არ უზამდა ადამიანს, პირიქით, ცდილობდა, სიკეთე ექმნა და ამ გზით მტერი მოყვარედ გადაქცეოდა.

ამ ქვრივს ერთხელ დათესილი ჰქონდა ნახევარ-დღის მიწა სიმინდით და წლის სარჩოს აქედან მოელოდა. მთელი სოფლის არემარეზე სდიოდა მხოლოდ ერთი პატარა რუ. ამით რწყავდნენ სოფლელები რიგრიგობით ბოსტნებსაც, ვენახებსაც და სიმინდებსაც. როცა ქვრივის ჯერი მოვიდა, მერუეებმა მისცეს წყალი მხოლოდ ერთი ღამით სიმინდის მოსარწყავად. ქვრივმა შვილის დახმარებით საღამო ჟამზე სიმინდს წყალი მიუშვა და როცა დაღამდა, შინ დაბრუნდა. იმედი ჰქონდა, რომ იმისი სიმინდი იმ ღამეს მთლიანად მოირწყვებოდა. მაგრამ მეზობელმა, გაიგულა თუ არა ქვრივი, მისი სიმინდიდან წყალი თავის სიმინდში გადაუშვა და მთელი ღამე თავისი სიმინდი რწყა. ქვრივის სიმინდი დარჩა მოურწყავი, გახმა და მოსავალი გაფუჭდა.

გავიდა რამდენიმე ხანი. ქვრივის მეზობელს ყმაწვილი ცოლი სახადით ძლიერ ავად გაუხდა. სოფლელებს ეშინოდათ გადამდები ავადმყოფობისა და ყველანი ერიდებოდნენ. ავადმყოფს მომვლელი შინაც არავინ ჰყავდა და ამიტომ მისი მორჩენა ძლიერ ძნელი იყო. ქვრივმა ეს რომ შეიტყო, თავისი ვაჟი ნათესავებში გაგზავნა, ახსენა ღმერთი და მეზობლისას მივიდა ავადმყოფის მოსავლელად. რამდენიმე კვირის განმავლობაში ქვრივი ისე უვლიდა სახადიანს, როგორც ღვიძლი დედა და თავის თავს მოსვენებას არ აძლევდა არც დღე და არც ღამე. ავადმყოფის ქმარს სირცხვილი სწვავდა, სინდისი სტანჯავდა და ქვრივისათვის თვალის გასწორებაც ვერ გაებედნა. ბოლოს, როგორც იყო, ავადმყოფი გამობრუნდა და სახადისაგან სრულიად გათავისუფლდა.

როცა ქვრივის მეზობელმა სიმინდი მოსჭრა და გაარჩია, ნახევარი მოსავალი მიუტანა ქვრივს, ბოდიში მოუხადა თავის შეცდომაზე და სთხოვა, სიმინდი მიეღო მისგან. ამ დღიდან მეზობელი ბოროტს ერიდებოდა და ცდილობდა მტრობისათვის მტრობა არ დაეპირისპირებინა, არამედ სიკეთის ქმნით მტერი მეგობრად ექცია.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 6–13
ოპტიმალური ასაკი: 8–11

სხვა მოთხრობები

თხა და გიგო

იყო ერთი ზარმაცი გიგო. ერთხელ თქვა: მოდი, ერთი თავს გამოვიჩენ ბეჯითობითაო. გამოვიდა სახლიდან, გამოიტანა თან წიგნი და გავიდა სოფლის მოედანზე. ჩამოჯდა იქ კუნძზე, ...

ცოტნე დადიანი

მეცამეტე საუკუნის შუა წლებში საქართველოსათვის თავდადებულობით თავი ისახელა ერთმა დიდებულმა ქართველმა, სახელად ცოტნე დადიანმა. აი, როგორ მოხდა ეს ამბავი. თამარ მ...

გულკეთილი ქვრივი

ერთ სოფელში ცხოვრობდა ერთი ღარიბი და ღვთისნიერი ქვრივი. შვილად ჰყავდა ერთი შვიდი წლის ვაჟი. ქვრივი ბოროტისათვის ბოროტს არასდროს არ უზამდა ადამიანს, პირიქით, ცდი...

მკვეხარა ქოთანი

ქოთნები ერთად შეგროვილიყვნენ. ერთი უფრო მაღლი ქოთანი შუაში ჩამდგარიყო და იკვეხნიდა: მე თქვენისთანა როდი ვარ, მე ოქროს ძირი მაქვსო. უცებ თავს წაადგა ცაცხვი. მკვ...

ჯიუტი თხები

მდინარეზე ვიწრო ხიდი იყო. ამ ხიდზე ორი ჯიუტი თხა შეხვდა ერთმანეთს. გვერდის აქცევა შეუძლებელი იყო. ერთ-ერთს უკან უნდა დაეხია და გზა დაეთმო. - უკან დაიხიე! - უთხ...

ასპინძის ომი

„მამული ვეღარ იხილავს ირაკლის ხმალსა მღელვარეს, დიდება ივერიისა მასთან მარხია სამარეს.“გრ. ორბელიანი. მშვენიერი სანახავია მოწმენდილი ცა განთიადის წ...

სიკეთე ბოროტებისათვის

ერთ სკოლაში ვარო სწავლობდა. ძლიერ ლამაზი გოგონა იყო, მაგრამ გული კი ბოროტი ჰქონდა. მეტად თავი მოჰქონდა სილამაზით, ნაკლებად ბეჯოთობდა და წამდაუწუმ დასცინოდა თავი...

იავნანამ რა ჰქმნა?

თბილისიდან რომ აღმოსავლეთისკენ წახვიდე, ერთი დღის მოგზაურობის შემდეგ მიადგები ერთს გრძელს მთასა, რომელსაც ჰქვია ცივი. ამ ცივის მთაზე რომ ახვიდე და იქით, აღმოსავ...

ცხრა ძმანი ხერხეულიძენი

თბილისის სამხრეთით, ორმოცი ვერსის მანძილზე მდებარეობს მოზრდილი სოფელი მარაბდა. სამასი წლის წინათ ამ სოფელში ცხოვრობდა მოხუცი აზნაური ხერხეულიძე, რომელიც გადასახ...

ერეკლე მეფე და ინგილო ქალი

ერეკლე მეფეს ომი ჰქონდა ჭარის ლეკებთან და ძლიერ დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ თავისი ჯარით უკან გამობრუნდა მეფე, ორმოცდაათი წლის ვაჟკაცი, მშვენიერს ბედაურზე იჯდ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: სამადალაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

საუზმე - დღის მნიშვნელოვანი კვება

არ გამოტოვოთ საუზმე. ის გეხმარებათ ენერგიის მიღებაში და კონცენტრაციის გაუმჯობესებაში.

სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)
სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)

გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026