kids.ge logo

ბელი, სახელად დინდინი

ფავორიტებში დამატება

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბურდღუნა დათვების ოჯახი . მამა დათვი-დადუ , დედა დათვი -დუდა , და პატარა ბელი -დინდინი,მათ შვილს ,ეს სახელი იმიტომ დაარქვეს ,რომ სულ გაიძახდა დინ-დინ,დინ-დინო.
        დათვი დუდა დადუსთან ხშირად ბურდღუნებდა ტყეში ყველა ცხოველი ჩვენ გვაშინებსო. დათვი დადუ კი მუდამ მის დაცვაში იყო და ბურდღუნ-ბურდღუნით დადიოდა ,როგორ ბედავენ ჩემი ოჯახის შევიწროვებასო.
      პატარა დინდინს ეს ამბები ესმოდა ,მაგრამ ხმას არ იღებდა. აი, ერთ დღეს კი ისე გაბრაზდა ,რომ თავად დახვდა მგელს,რომელსაც დედა დათვის ბუნაგში გაგდება სურდა.
დინ-დინ დაიძახა თუ არა, ჯერ დიდ ბურთს დაემსგავსა ,მერე ბეწვი აიბურძგნა და ისეთი სახე მიიღო,რომ მგელს ეგონა ,აი,ახლა შემახრამუნებსო და უკანმოუხედავად გაიქცა.

       მეორე დღეს კვლავ ცუდ დღეში აღმოჩნდნენ დადუ და დუდა ,როდესაც მელიამ მოინდომა მათი შევიწროვება.
_ განა ,სხვა გზა არა გაქვთ დათვებს ,ჩემი გზით,რომ არ იაროთ და სამუშაოდ მიმავალი არ შემაფერხოთო, ამ სიტყვებით უყვიროდა მათ მელაკუდა. ამ დროს მოულოდნელად ხმა გაისმა დინ-დინ, დინ -დინო და მელაკუდას წინ ბელი დინდინი იდგა გაჭიმული.
_აბა,მითხარი,მელია, ვის დაჩაგვრას ცდილობ? შემთხვევით ჩემი მშობლების ხომ არა?
_ არა,ჩემო უფლისწულო ,ამას როგორ ვიკადრებ, სხვისი დაჩაგვრა ,განა რა საკადრისია,ჩემნაირი წესიერი მელასთვისო.
დინდინს პასუხიც არ გაუცია, სიბრაზისგან ისე გაიბერა ,რომ ფიქრობდა ვერ გადამირჩება ,ეს ცანცარაო. თუმცა მელია ისეთი სისწრაფით გაიპარა,დინდინმა ძლივს მოკრა თვალი .
    ბელი დინდინი ყოველდღე იგერიებდა დაუპატიჟებელ სტუმარებს. მალე  იმდენი მოახაერხა ,რომ ვეღარავინ ბედავდა მათ დაჩაგვრაზე ფიქრსაც კი.

     მთელ ტყეში ყველა პატივისცემით ეპყრობოდა დადუს,დუდასა და თავად დინდინს,   რომელმაც თავისი სიმამაცითა და გამბედაობით მიაღწია მიზანს.შემდეგ კი მშვიდად  კმაყოფილი ბუტბუტებდა: დინ-დინ,დინ-დინო.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

გაითვალისწინეთ წარმოსახვითი თამაშების მნიშვნელობა

შესთავაზეთ ბავშვს წარმოსახვითი და როლური თამაშები. ფანტაზიის გამოყენება ხელს უწყობს სხვადასხვა კოგნიტური, ემოციური და სოციალური უნარების განვითარებას. როლური თამაშების საშუალებით ბავშვები სწავლობენ სხვისი ემოციების გაგებასა და მათდამი თანაგრძნობის გამოხატვას. წაახალისეთ ბავშვი გამოიყენოს სათამაშო ფული, ხელზე წამოსაცმელი თოჯინები, სათამაშო ტელეფონი და ა.შ. მიეცით საშუალება ითამაშოს წარმოსახვითი ქმნილებებით.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024