kids.ge logo

ყვავის აბავი

ფავორიტებში დამატება

- საცაა სამასის გავხდები და მალე მოვკვდები, ალბათ. ერთხელ, ინდოეთში გავიგე, რომ ერთი და იგივე არსება შეიძლება რამდენჯერმე დაიბადოს, ხელახლა...

იქ, იმ ქვეყანაში, ადამიანებს ასე სჯერათ და თუ ასე მოხდა მინდა, რომ ამ გაუთავებელი სამასწლიანი ცხოვრების შემდეგ, ერთ პატარა ოქროსფერ თევზად მოვევლინო სამყაროს. არც ზვიგენად, არც ვეშაპად და არც რომელიმე სხვა ძლევამოსილ ცხოველად... მხოლოდ პარა, უწყინარ თევზად - უშველებელ ოკეანეში, წყალმცენარეებით რომ იკვებება და არ ახსოვს რა ჭამა გუშინ, რადგან თევზს უმოკლესი მეხსიერება აქვს მთელს დედამიწაზე.

არც ხმის ამოღება დამჭირდებოდა, ვიბუყბუყებდი ჩემთვის წყალში და დავტკბებოდი რიფების მშვენიერებით. აბა, რად მინდა ასეთი ხმის ამოღება: ყვა, ყვა, ყვააა და იმ წამსვე მესმის ხალხისგან ლანძღვა-თათხვა: ”რას დამჩხავი, შე ოხერო, მოშორდი, შე შავო, თარსო არსებავ!”... და კიდევ რა ვიცი რას... ყვავის ჩხავილი ცუდის მომასწავლებელიაო, ამბობენ... არადა, რა ვქნა, იმდენი წელია ქვეყანას ვუყურებ, ტანით ვგრძნობ უკვე საფეთხის მოახლოებას და როგორც შემიძლია ისე ვანიშნებ ადამიანებს. ეჰ, ვინ გიფასებს ზრუნვას?!. კარგდ თუ მომისმენენ, საუკუნეების წინანდელ ამბებსაც შევატყობინებ, მაგრამ არა, გარბიან და მაგდებენ... რა ცუდია, როცა მხოლოდ იმიტომ ვერ გიტანენ, რომ ასეა მიღებული...

აი, პატარა ოქროსფერი თევზი რომ ვიყო, ყველას გავახარებდი... დამიჭერდა ვინმე მეთევზე და გული აუჩქარდებოდა ოქროს თევზის დანახვაზე, სურვილებსაც ჩაიფიქრებდა და ვერც ერთის ასრულებას რომ ვერ შევძლებდი, გაბრაზებული მომისროდა წყალში, მაგრამ მერე რა... მისი გაბრაზება და უდიერი საქციელი, ალბათ სულ ერთი წუთით მატკენდა გულს და მორჩა, მერე ისევ ლაღად ვილივლივებდი წყალში, თევზებს ხომ ყველაზე მოკლე მეხსიერება აქვთ მთელს დედამიწაზე!..

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

ვირუსის შემდეგ

ოდესღაც, 21-ე საუკუნის 20-იან წლებში ჩინეთიდან მთელს სამყაროში საშინელი ვირუსი კოვიდ 19 გავრცელებულა და ბევრი ადამიანი დაუხოცავს. ბევრიც გამოჯანმრთელებულა. მათ ...

ფანქარი და საშლელი

ფანქარი ხალისით ხატავდა ფურცელზე. საშლელი კი უშლიდა დახატულს. ფანქარი ჩხვლეტდა მას ბოროტი საქციელის გამო. არა, საშლელი სულაც არ იყო ბოროტი, ფანქრის გაბრაზება მო...

მოგზაური კას ამბავი

ეს ამბავი ათასობით წლის წინ მოხდა, მაშინ, როდესაც ეგვიპტეს ფარაონები მართავდნენ. თუმცა ფარაონი რა მოსატანია, ერთ ეგვიპტელ, კალიგრაფ ბიჭს იმისთანა ამბავი გადახდა...

ძმები

- იცი, თვალები ყველაზე სველი როდის არის?- როდის?- აი, ცრემლების შეკავებას რომ ცდილობენ, სანამ გადმოიღვრება, მანამდე...- ეგ იცი რა ცუდია? დედა ამბობს, პაპათქვენი...

თუ მზე ჩაქრება

- რას კითხულობ საბა? - შვილიშვილთან დიალოგის გაბმა სცადა ბაბუა ნიკომ, მის შორიახლო სკამზე ჩამოჯდა და ცნობისმოყვარე მზერით ჩააშტერდა საბას ცხვირწინ გადაშლილ წიგნ...

ბალიშის ჩახუტება

მას შემდეგ სამი წელი გავიდა, სამი უგრძესი წელიწადი... ლოგინში, რომელშიც დედა იწვა, ჯერ თეთრეული არ გამოცვლილა, ვარდისფერებია გადაკრული. მამა არავის აძლევს მასთა...

ვანო მიდის სამსახურში

ვანოს ხორცი არ ეყო, მაგრამ ძვლები ბოლომდე არ გახრა და თეფშზე ერთად მოაგროვა. აივანზე გავიდა და რძით ძუძუებდაბერილ ძუკნა ძაღლს პირდაპირ მეცხრე სართულიდან გადაუყა...

ცუდი ამინდი

ნაცრისფერი, ბობოქარი ტალღა ჯერ კენჭებს მთელი ძალით ეცემოდა და მერე თავისკენ მიათრევდა. ოთხდღიანი წვიმისგან შეღონებული ზღვა ბობოქრობდა. – გაუგონარი ამბავია, ცამ...

ბაბუა, რომელიც ალტერნატიულ მუსიკას უსმენდა

რა უცნაურია, ბაბუაჩემს, ტრადიციების მოყვარულ კაცს, ალტერნატიული მუსიკის მოსმენა სიამოვნებს. ის 79 წლისაა. ასაკის შესაბამისად დაქვეითებული აქვს მხედეველობა, ცოტა...

ქართულის გაკვეთილები

- გამოცანაა თუ ჰამოცანა? - გამოცანა, რა თქმა უნდა! - აბა გერკულესი რატომაა ჰერკულესი? - იმიტომ, რომ რომაელები დაუმარცხებელ, გმირ ჰერაკლეს - ჰერკულესს ეძახდნე...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: სანიკიძე:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ კონფლიქტების მოგვარება

დაეხმარეთ ბავშვს, ისწავლოს კონფლიქტების მოგვარება მშვიდობიანი გზით.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026