kids.ge logo

პატარა თეთრი თაგვის ამბავი, რომელიც მზის ტაძარში დაიბადა

ფავორიტებში დამატება

ქვეყნიერების აღმოსავლეთში, ინდოეთის ოკეანის ნაპირზე სინათლის მბრძანებელი მეფის მზის  სასახლე აღმართულიყო, საიდანაც ის ყოველ დილას ცის კაბადონზე ამობრწყინდებოდა, დღის ბოლოს კი ჰორიზონტზე  ეშვებოდა და წყალში უჩინარდებოდა.

მზე მთელ ქვეყანას მოივლიდა და ამიტომ ყველგან თავის სახელს არქმევდნენ. ინდოეთში მას სურიას უწოდებდნენ,  სადაც მას თორმეტი თვის მიხედვით სხვადასხვა სახელითაც მოიხსენებდნენ. 

სურია ნახევარ წელს დედამიწის ჩრდილოეთით მოგზაურობაში ატარებდა, მეორე ნახევარს კი სამხრეთში.  ჩრდილოეთსა და სამხრეთში მოგზაურობებს შორის მეფე- მზე სურია თავისი ოქროს ეტლით, კამაროსანით, რომელშიც შვიდი ფრთოსანი რაში იყო შებმული უკან ბრუნდებოდა ბრინჯაოს სასახლეში, სადაც ძალიან ცოტა ხნით ყოვნდებოდა, რომ მერნები შეეცვალა ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ. ეს წელიწადში ორჯერ ხდებოდა, ერთხელ ზამთარში და მეორეჯერ გაზაფხულზე.  

ქრონოსი, ჟამთაღმრიცხველი, დროის მსვლელობას თვალ-ყურს გულდასმით ადევნებდა, რომ  სურიას არ დაგვიანებოდა და სამყაროს ჰარმონია არ დარღვეულიყო. 

ერთხელ, სინათლის მბრძანებლის სურიას სასახლეში პატარა თეთრი წრუწუნა მოევლინა სამყაროს და როცა თვალები აეხილა, პირველი, რაც მან დაინახა, მზის კაშკაშა დისკო იყო. ისე მონუსხა მისმა სილამაზემ, რომ მზერას ვეღარ აცილებდა.

“ასე დაჟინებით ნუ უყურებ სინათლის მბძანებელს,” – გააფრთხილა დედა თაგვმა, –“თორემ დაგაბრმავებს. მისი სახე არავის უნახავს, ყველა სულიერს ეკრძალება პირისპირ ყურება. ვინც ამ წესს არ დაემორჩილება, დაისჯება.”

“რა მოელის მათ ვინც არ დაემორჩილება და მაინც შეხედავს მზეს?” – ცნობისმოყვარეობა არ ასვენებდა წრუწუნას. 

“იმათ სამუდამოდ ეკრძალებათ დღის სინათლეზე გამოჩენა და მხოლოდ ღამით აქვთ უფლება რომ გამოვიდნენ, მათ დღისით სძინავთ და ღამით იღვიძებენ,”  – გააფრთხილა დედა თაგვმა. 

ცნობისმოყვარე წრუწუნა თავნებაც იყო და დედას არ დაუჯერა, გადაწყვიტა ჩუმად გაჰყოლოდა მზეს დედამიწის გარშემო მოგზაურობაში და შეუმჩნევლად ჩაძვრა მის ეტლში. 

სინათლის მბრძანებელი მეფე მზე სურია, რომელიც ყველაფერს უწყოდა და მის მზერას არაფერი გამოეპარებოდა, ისე გააკვირვა ამ პატარა არსების გამბედაობამ, რომ თავის მზეთა მზე დედას, სახელად  ადიტის მიაბარა. სთხოვა, რომ მასზე ეზრუნა და დაეცვა განსაცდელისგან.  მზის დედამ მას ადიტა დაარქვა და ამის შემდეგ თეთრი თაგვი მისი ავატარი გახდა. მზეს არ შეეძლო თავისი დადგენილი წესის შეცვლა და ამიტომ, ამის შემდეგ აეკრძალა თაგვებს დღისით გამოჩენა.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

თქვენს შვილებს ყოველდღე დაუსვით სამი შეკითხვა მის შესახებ

არ დაგავიწყდეთ სოციალური უნარების სწავლება - საუბრის ხელოვნება მნიშვნელოვანი სოციალური უნარია, მაგრამ მშობლები ხშირად უგულებელყოფენ მის სწავლებას. დაუსვით ბავშვს ისეთი კითხვები, როგორიცაა: „კარგი დრო გაატარე სკოლაში?“; „რას აკეთებდი წვეულებაზე?“; ან „სად გინდა ხვალ შუადღისას გასვლა?“

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024