kids.ge logo

ხილთა ქება

ფავორიტებში დამატება

***
ქარის ზუზუნ-ზუზუნით,
ნაირ ფერთა ქარაგმით,
შემოდგომა მოსულა,
ხვავითა და ბარაქით.

***
ბაღჩით, ხილი-ბოსტნეულით,
უშრობით თუ საშრობით,
შემოდგომა ამაყობს
გაზაფხულზე ნაშრომით.

***
წელიწადის ყველა დროს,
აქვს სიკეთის ქუხილი,
შემოდგომას თან ახლავს
ყურძნის მაჭრის დუღილი.

***
რის მრავალ ჯიშინი
არ დაგრჩებათ არვის ვალში,
გვერდწითელი ხილი არის
გამოცან რაა? ვაშლი.

***
ამ ხილის მოსაპოვებლად
ხეზე მიცოცავს გულადი,
ყვითლად ბრილებს ფოთლებში
რა არის? მსხალი გულაბი.

***
ხილის საჭმელად დავიპყრეთ
ბებოს სხვენიც და ბუხარიც.
სახლთან ახლოს რომ დაურგავთ
რა არის? ალიბუხარი.

***
ხის ქვეშ მოგროვდით ყველანი
ქოჩორს გვიწეწავს ნივი
გიშრის თვალებით გვიცქერის
ტკბილ-ტკბილი შავი ქლივი.

***
მზესავით ყვითელ-ყვითელი
ამ ხეს რა ხილი აბია?!
ნეტავი გამაგებინა
ეს ხე კომშია თუ ბია?

***
გამოუსხავს ხეს ბარაქით,
შესახედად თეთრი ბროლი,
ტკბილზე-ტკბილი, სამური,
ხილი არის თუთა-ბჟოლი.

***
ხეზე წითლად დაწინწკლულა,
თითქოს იყოს ცეცხლის ალი,
ბავშვებისთვის საყვარელი
ხილი ვარო, ამბობს ბალი.

***
კრუხი უხმობდა წიწილებს
კრიხით, კაკან-კაკანით,
ფრთებს ქვეშ მალავდა პატარებს
როცა დავბერტყეთ კაკალი.

***
ბავშვებისთვის სამური
საკნატუნო არის ხილი,
შენია თუ სხვისი არი,
გამოცან რაა? თხილი.

***
იზრდება ყველაზე დიდი,
არ ვარგა ხილად საზამთროდ,
მწვანეა, წითელი გულით,
რა ქვია მითხარ? საზამთრო.

***
საზამთროსთან პატარა
შედარეთ თუნდაც ექვსი
დაშაქრულა და დამტკბარა
საზაფხულოდ, ტკბილი ნესვი.

***
ყვავის როგორც გაზაფხული
სასიკეთოდ მიწელი,
შემოდგომით წითელ მარცვლებს
დაგვირიგებს ბროწელი.

***
უკვე აცივდა, ავანთეთ ცეცხლი,
ბუხრის ყელიდან ამოდის კვამლი,
ბებოს კეცებზე მადის აღმძვრელად
ხმაშეწყობილად ტკაცუნებს წაბლი.

***
მარნის ახლოს ყვავის ცალკე,
სადაც გვიდგას ქვევრის ჭურიც,
საზამთროდ კი ნაყოფს გვიტკბობს
გულყვითელა ხეჭეჭური.

***
სულ დავიკაწრეთ ხელ-ფეხი,
ავტეხეთ აყალ-მაყალი,
რა ტკბილი არის საჭმელად,
წვრილეკლინი მაყვალი.

***
ბუჩქის პირას ბებომ ერთხელ,
მოსაკრეფად გვალოდინა,
რომ პირველად გაგვესინჯა
უცნარი სმაროდინა.

***
ეს ტროპიკული ხილია,
ხეზე ვერ ახვალ, განანებს,
ნეტავ ვინ კრეფავს უშიშრად
ამ ყვითელ-ყვითელ ბანანებს.

***
ნეტა სად მოდის ეს ხილი?
_ ვერ გაერკვია მანანას.
ხე ისხავს? მიწაზე მოდის?
უნდოდ უყურებს ანანასს.

***
სასიკეთოდ დაამწიფებს
თუ მიუდგა მას მზის სხივი,
მაგრამ ისევ მწვანე რჩება,
სასარგებლო ხილი-კივი.

***
სუფრას ისე დაამშვენებს,
როგორც დალის შვენის ხალი
მანდარინზე დიდი არის
მითხარ რაა? ფორთოხალი.

***
საქართველოს სიმდიდრე და
სამაყო არის ძღვენი,
ამ ხილის მერთვლე ერი ვართ
ჩვენ ქართლოსის მძლავრი ძენი.

ლექსი 4 ~ 12 წლის ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს ლექსი საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 4-დან ~ 12 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

იოსებ ციცქიშვილის სხვა ლექსები:

ზამთარი
ზამთარში თოვლს და სიცივეს
ველოდით აქაურები,...
წიწილა
ბებიასთან სოფელში
ვარ ახალი ჩასული,...
საზამთრო
ბავშვებისთვის ათასფერად მოხატული ხილი:
ვაშლი, მსხალი, ატამი და საკნატუნო თხილი,...
ულტიმატუმი
ყოველ დილით ჩხუბია
ჩემს ოჯახში ამაზე...
შველი - მზეთუნახავი
იყო და არა იყო რა, რა იყო ღვთის უმეტესი,
ზღაპრად ნათქვამი ამბავი ნაღდია, თან უკეთესი....
„ფისო“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული იოსებ ციცქიშვილის ლექსი „ხილთა ქება“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ხილთა ქება“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: მაისურაძე:


Kids.ge-ს რჩევები

შექმენით „გაჯეტების გარეშე“ ზონები სახლში

განსაზღვრეთ ადგილები, სადაც გაჯეტების გამოყენება აკრძალულია, მაგალითად, სასადილო მაგიდა, საძინებელი ან სათამაშო ოთახი.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

„ბეკეკო“
ნახატის ავტორი:
მათე მოცრაძე (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები შემოდგომაზე და ლექსები ყვავილებზე, მცენარეებზე

ინგა ქორდელი
ტყე

ინგა ქორდელი

მდიდარია ტყე
თავის ბინადრებით,...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები შემოდგომაზე და ლექსები ყვავილებზე, მცენარეებზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები შემოდგომაზე და ლექსები ყვავილებზე, მცენარეებზე

ვაჟა–ფშაველა
ილია ჭავჭავაძის სახსოვრად

ვაჟა–ფშაველა

საძირკვლად აზრი ჩააგდე,
ზედ დასდგი გრძნობის ტაძარი,...
ნუნუ კერესელიძე
მახარობელი

ნუნუ კერესელიძე

მოვაგროვე ენძელები,
ია, ია, სად ხარო?...
ლუარა ჭანტურია
ტყე-ველი

ლუარა ჭანტურია

აყვავებულა ტყე-ველი
იით და ყოჩივარდებით,...
ზაქარია შერაზადაშვილი
რა უნდა ერქვას

ზაქარია შერაზადაშვილი

ერთ ყანეულს ვახსენებ
და მის სახელს ორგვარს:...
გივი ჭიჭინაძე
ჯადოსნური მაგიდა

გივი ჭიჭინაძე

სამასპინძლოდ მოგელით,
გაშლილი გვაქვს მაგიდა,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026