kids.ge logo

მახარობელი

ფავორიტებში დამატება

წუ−ხე−ლის ბი−ჭი და−ბა−დე−ბუ−ლა,
გა−და−ჭარ−ბე−ბად თუ არ ჩა−მითვ−ლით,
ი−სე−თი ბი−ჭი და−ბა−დე−ბუ−ლა,
და−ურქ−მე−ვი−ათ თურ−მე დავითი!

წუ−ხე−ლის ბი−ჭი და−ბა−დე−ბუ−ლა,
და−ურქ−მე−ვი−ათ ი−მისთ−ვის - ცოტ−ნე,
შენ - ორ−გუ−ლო−ბავ, ა−ბა გა−ბე−დე
და გუ−ლი ჩვე−ნი ი−სე−ვე კორტნე.

წუ−ხე−ლის შო−თაც და−ბა−დე−ბუ−ლა,
და−ბა−დე−ბუ−ლა თურ−მე დე−მეტ−რე,
გან−გე−ბავ, ჩვე−ნი სა−ქართ−ვე−ლოსთ−ვის
რა სი−ხა−რუ−ლი გამოიმეტე!

წუ−ხელ ცის კა−რი ცხრა−ვე გა−ა−ღო
ყვე−ლა გმირ−მა და თავ−და−დე−ბულ−მა,
და−ბა−დე−ბუ−ლა თურ−მე ვახ−ტან−გი,
წუ−ხელ დე−მეტ−რე და−ბა−დე−ბუ−ლა.

საქართველოს ცა, ი−სეც მა−ღა−ლი,
უფ−რო−რე მე−ტად ა−მაღ−ლე−ბუ−ლა,
და−ბა−დე−ბუ−ლა მთვარე-გიორგი,
თურ−მე ი−ლი−ა და−ბა−დე−ბუ−ლა!

წუ−ხე−ლის მტე−რი - ერთ−პი−რად ჩვე−ნი
მოს−პო−ბის მდო−მი - და−დარ−დე−ბუ−ლა;
და−ბა−დე−ბუ−ლა თურ−მე სულ−ხა−ნი,
გრი−გოლ ხანძ−თე−ლი და−ბა−დე−ბუ−ლა.

და−ბა−დე−ბუ−ლა ბი−ჭი პა−ა−ტა.
გა−თე−ნე−ბუ−ლა წუ−ხე−ლის თეთ−რად:
და−ბა−დე−ბუ−ლა სა−მა−სი გმი−რი,
ვით და−ი−ხოც−ნენ, ი−სე−ვე ერთად!

წუ−ხე−ლის გო−გოც და−ბა−დე−ბუ−ლა,
ცის ნა−მი, ცისფ−რად ნა−კამ−კა−მა−რი,
ი−სე−თი გო−გო და−ბა−დე−ბუ−ლა,
და−ურქ−მე−ვი−ათ თურ−მე თამარი.

და−ბა−დე−ბუ−ლა წუ−ხე−ლის ნი−ნო
და ქე−თე−ვა−ნი და−ბა−დე−ბუ−ლა.
ის ბნე−ლი ღა−მე თურ−მე უ−ეც−რად
ღვთი−უ−რის ნათ−ლით განათებულა.

ყვე−ლა ზღა−პა−რი - ნა−ოც−ნე−ბა−რი
ახ−დე−ნი−ლა და გა−მართ−ლე−ბუ−ლა:
და−ბა−დე−ბუ−ლა თურ−მე ნეს−ტა−ნი
და თი−ნა−თი−ნი და−ბა−დე−ბუ−ლა.

და გი−ხა−რო−დენ! ქართ−ველ−თა შო−რის
ღვიძლ ძმა−თა ხი−დი კვლავ გა−დე−ბუ−ლა
და ერ−თი−ა−ნი, ნა−ნატ−რი დრო−ის,
ქართ−ლი ხე−ლახ−ლა და−ბა−დე−ბუ−ლა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საახალწლოთოვლმა უცებ დაბურა მინდორი თუ კორდი, თოვლის თეთრი ბაბუა საჩუქრებით მოდის. ათასფერად ბრიალებს ჩვენი ნაძვის...შემოდგომაამ ვენახებს გახედეთ, დამწიფებულ ყურძნებს, ახლა ვინც ქალაქშია, გული როგორ უძლებს. თქვენ გეძახით ქალაქელ გო...მზის ჩასვლის მერეგომბორს იქით ჩავიდა მზე, ბრიალებდა ყვარელი, რაღაც უცხო სხივით სავსე, თვალის გასახარელი. მზე ჩასულიც - ათა...ზამთარში ზაფხული მენატრებაზამთარში ზაფხული მენატრება, ზაფხულში - იანვარს ვნატრობ, მინდორში მყინვარი მელანდება, მთაში ვარ - ტრამალი ...თებრონემე რომ სულ მარტო შემომხვდე სადმე, შენ რომ წყაროდან მოგქონდეს წყალი, მე რომ ნამდვილი სახმილი მწვავდეს; შენ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026