kids.ge logo

ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო

ფავორიტებში დამატება

ჩე−მო თვალ−ნა−თე−ლო, ჩე−მო სა−ნატ−რე−ლო,
ო−დეს−მე დი−დი ყო−ფი−ლა სა−ქართ−ვე−ლო.
ყო−ფი−ლა დავით-მეფე-აღმაშენებელი,
ყო−ფი−ლან ოპიზრები-გასაშტერებელი;
ყო−ფი−ლა მოდ−რე−კი−ლი, ყო−ფი−ლა ცურ−ტა−ვე−ლი,
რა−საც მოჰ−ყო−ლი−ა შო−თა რუს−თა−ვე−ლი...
ჩე−მო მი−მი−ნო და ჩე−მო ფრთა−ნა−თე−ლო,
ო−დეს−მე დი−დი ყო−ფი−ლა სა−ქართ−ვე−ლო.
ყო−ფი−ლა ნიკოფსით-დარუბანდამდე
გა−ჭე−ნე−ბუ−ლი და გა−მო−ჭე−ნე−ბუ−ლი;
რტო−ებ−გაშ−ლი−ლი და გა−მო−ჩი−ნე−ბუ−ლი,
ყო−ფი−ლა ორ-ზღვას-შუა აღ−მო−ცე−ნე−ბუ−ლი.
ფი−ე, სა−ქართ−ვე−ლოს ჰყო−ლი−ა ვას−ლე−ბი!
თა−მარს უკ−რე−ფი−ა სულ ოქ−როს ვაშ−ლე−ბი!
ტევ−რი გვი−წალ−დი−ა, ი−სე გვი−ზარ−დი−ა,
რომ გავმ−ზა−დე−ბულ−ვართ ა−ხალ ბი−ზან−ტი−ად.
მაგ−რამ უ−ცა−ბე−დად მატ−ლი ა−რე−უ−ლა,
ბორ−ბა−ლი უ−კუღ−მა დატ−რი−ა−ლე−ბუ−ლა.
ჩვენთ−ვის მონ−ღო−ლი−ა პირ−ვე−ლი სას−ჯე−ლი.
მონ−ღოლს მოჰ−ყო−ლი−ა თურ−ქი და სპარ−სე−ლი.
ტურ−ფა სა−ქართ−ვე−ლო ყორ−ნებს წა−უ−ღი−ათ,
სპარ−სეთს და ოს−მა−ლეთს შუ−ა−ზე გა−უყ−ვი−ათ.
ჩაშ−ლი−ლა თვა−ლი და ჯაჭ−ვი ჩარღ−ვე−უ−ლა,
ი−ყალ−თო და−კე−ტი−ლა, გე−ლა−თი დანგ−რე−უ−ლა.
ო−თხ მე−ფეს სულ სისხ−ლის ცრემ−ლე−ბი უც−რემ−ლი−ა,
ო−თხივეს საბ−რა−ლო ლექ−სე−ბი უ−წე−რი−ა,
-რა დროს ლექ−სი−ა−ო, მო−უკვ−და პატ−რო−ნი!-
ხმლით შე−მო−ვარდ−ნი−ლა ერეკლე-ბატონი...
ა−მას მოჰ−ყო−ლი−ა: „ვაჰ, დრო−ნი! ვაჰ, დრო−ნი!“
ჩე−მო თვალ−ნა−თე−ლო, ჩე−მო ფრთა−ნა−თე−ლო,
ო−დეს−მე დი−დი ყო−ფი−ლა სა−ქართ−ვე−ლო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლეგენდად დარჩეს!გალაქტიონი ტიციანთან ყოფილა უბრად, ტიციანს თავის პოეტებში ჰქონია სუფრა, და იჯდა თურმე ჩვენი დენდი საერთო ...გოგონა კითხულობდა...გოგონა კითხულობდა ლექსს, ძვირფასს, მღელვარებით და სულის ფორიაქს ამაოდ მალავდა... უფსკრულში დაეშვა მუქლურჯ...ბოღჩებით და ყავარჯნებით...ბოღჩებით და ყავარჯნებით გრძელი სოფლის კართან ვდგავართ; მოკლე სოფელს არ დავრჩებით, ყველა გრძელ სოფელში წავ...სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთიუფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი არა დაღვრილის - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა, არავითარი სხვა სამშობ...შემოდგომა(შემოკლებით) უხარია შემოდგომა ყველას, დიდს თუ პატარას, იმიტომ, რომ კაკლებს ბერტყენ, ადუღებენ თათარას. იმი...
„ფისუნა“
ნახატის ავტორი:
ანასტასია (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული მურმან ლებანიძის ლექსი „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026